პროექტის შესახებ

გაეცანით Wildera-ს — იდეას, რომელმაც შექმნა საქართველოს პირველი თანამედროვე ციფრული ეკოსისტემა მონადირეებისა და მეთევზეებისთვის.

Wildera დაიბადა ერთი მიზნის გარშემო — გაეერთიანებინა ბუნების მოყვარულები ერთ სივრცეში, სადაც ტექნოლოგია, უსაფრთხოება, ცოდნა და ძლიერი საზოგადოება ერთმანეთს ხვდება. პროექტის მთავარი იდეაა თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებით გაამარტივოს ნადირობისა და თევზაობის დაგეგმვა, ბუნების შესწავლა და გამოცდილების გაზიარება.

ჩვენი გუნდი აერთიანებს დიზაინერებს, პროგრამისტებსა და გარე აქტივობების ენთუზიასტებს, რომლებიც ქმნიან პლატფორმას ქართველი მომხმარებლების რეალური საჭიროებების მიხედვით. ინტერაქტიული რუკები, სანადირო და სათევზაო ლოკაციები, სახეობების ენციკლოპედია, პერსონალური სტატისტიკა, სოციალური ფუნქციები და გემიფიკაციის სისტემა მხოლოდ დასაწყისია იმ ეკოსისტემისა, რომელსაც Wildera ეტაპობრივად ავითარებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ბუნება მხოლოდ დასასვენებელი სივრცე არ არის — ის კულტურის, პასუხისმგებლობისა და თავგადასავლების ნაწილია. სწორედ ამიტომ, Wildera ქმნის ციფრულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, ხელს უწყობს პასუხისმგებლიან ნადირობასა და თევზაობას და თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. პროექტი ეფუძნება უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და კანონმდებლობის პატივისცემის პრინციპებს.

Founder & Team

Guga Tevdorashvili
Founder & CEO

Guga Tevdorashvili

მე ვარ ახალგაზრდა მონადირე 8+ წლიანი გამოცდილებით და ბუნების დიდი მოყვარული. ტექნოლოგიებისა და 5+ წლიანი ციფრული დიზაინის გამოცდილების დახმარებით, შევქმენი პლატფორმა, რომელიც outdoor ცხოვრებას უფრო მარტივს, თანამედროვე და ხელმისაწვდომს გახდის.

ჩემი მიზანია ბუნების მოყვარული ადამიანებისთვის ერთ სივრცეში გავაერთიანო სანადირო ზონები, სათევზაო ადგილები, wildlife ინფორმაცია და შევქმნა ძლიერი community — ყველაფერი, რაც რეალურ outdoor გამოცდილებას სჭირდება. ადამიანებს უნდა დავანახოთ ჩვენი პლატფორმით რომ ნადირობა, ეს არის ბუნების ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა.

Matsi Bukhrashvili
Fishing Expert

Matsi Bukhrashvili

მე ვარ მეთევზე მრავალწლიანი გამოცდილებით და წყლის სამყაროს დიდი მოყვარული. ჩემი მიზანია, გავანადგურო მითები თევზაობის შესახებ და გარდავქმნა ის ჰობიდან პასუხისმგებლიან აქტივობად. მჯერა, რომ ცოდნა არის მთავარი იარაღი ბუნების დასაცავად, ამიტომ შევუერთდი პლატფორმას, რომელიც მეთევზეებს დაეხმარება, უკეთ გაერკვნენ სახეობების მრავალფეროვნებაში.

ჩემი მიზანია, გავზარდოთ ცნობიერება თევზის თითოეული სახეობის მიმართ. ვიცოდეთ, რას ვიჭერთ, რა სტატუსი აქვს სახეობას, როგორ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მას. ჩემი მისიაა დავამტკიცო, რომ მეთევზეობა ეს არ არის უბრალოდ თევზის დაჭერა, ეს არის წყლის ეკოსისტემის პატივისცემა და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა.