Wildera-ს ყველა ფუნქცია
ყველაფერი, რაც აპლიკაციაში უკვე მუშაობს, და რაც მალე დაემატება. ზოგი ფუნქცია ყველასთვისაა, ზოგი — ფასიან პაკეტში; ასეთს ნიშანი აქვს.
რუკა და ნავიგაცია
ინტერაქტიული რუკა
სანადირო და სათევზაო ადგილები, დაცული ტერიტორიები, ადმინისტრაციული საზღვრები და წყალსატევები ერთ რუკაზე. რუკის სახეს თავად ირჩევ, მაგალითად სატელიტურს.
პინები
მონიშნე შენი ადგილები: პირადი (მხოლოდ შენ ხედავ), კლუბის ან საჯარო. პინს ფოტოსა და აღწერას დაურთავ. ფასიან პაკეტებში დამატებითი ტიპებია: სანახავი წერტილი, ბილიკი, ბანაკი და საშიში ზონა.
ადგილების გაზიარება ქულებისთვის
Plus და მეტისაჯარო ადგილის გაზიარებაზე, რომელსაც მოდერაცია დაადასტურებს, Wild ქულებს იღებ.
GPS ნავიგაცია
გზა რუკაზე მონიშნულ ადგილამდე, მისვლის სავარაუდო დროით. მოძრაობისას მარშრუტი თავისით ახლდება.
მარშრუტის ჩაწერა
ჩაიწერე, სად გაიარე, და შეინახე. რამდენი მარშრუტის შენახვა შეგიძლია, პაკეტზეა დამოკიდებული.
ოფლაინ რუკა
Plus და მეტიჩამოტვირთე რეგიონი და გამოიყენე რუკა ინტერნეტის გარეშე — მთაში, სადაც სიგნალი არ არის.
მანქანის ადგილი
Pro და Loyalityშეინახე, სად დატოვე მანქანა, დაბრუნებისას იპოვე და გაუზიარე მეგობარს.
მდებარეობის გაზიარება მეგობრებთან
Pro და Loyalityგაუზიარე შენი ადგილი მეგობრებს რეალურ დროში — ერთად 10 ადამიანამდე. დაწყებას Pro სჭირდება, შემოერთება ყველასთვის უფასოა. ინტერნეტის გარეშე მდებარეობას SMS-ით გაგზავნი.
ამინდი და პროგნოზები
ამინდი
შენი ადგილის ამინდი: ტემპერატურა, ქარი, ცის მდგომარეობა, მზის ამოსვლა-ჩასვლა და მთვარის ფაზა.
თევზაობის პროგნოზი
რამდენად აქტიურობს თევზი 850-ზე მეტ წყალსატევზე, საათების მიხედვით, და რატომ. უფასოდ 3 დღე, Plus-ში 7, Pro-სა და Loyality-ში 16 დღე — შეტყობინებებით, დაჭერების ჟურნალითა და ოფლაინ ნახვით.
ნადირობის პროგნოზი
შეიძლება თუ არა ნადირობა არჩეულ ადგილზე, რომელ ფრინველზეა სეზონი გახსნილი და როდის აქტიურობს. უფასოდ დღევანდელი დღე და ერთი სახეობა; Pro-სა და Loyality-ში 16 დღე ყველა სახეობაზე, ნადირობის ჟურნალი და შეტყობინებები.
გზამკვლევები და ცოდნა
სანადირო სახეობების გზამკვლევი
საქართველოს ცხოველები და ფრინველები: ფოტოები, სეზონები, ლიმიტები და სტატუსი. სრული ვერსია — Plus-დან.
თევზაობის გზამკვლევი
საქართველოს თევზები: ნებადართული ზომა, სეზონი, სად ბინადრობს. სრულ ვერსიაში — სატყუარა, აღჭურვილობა და ტექნიკა თითოეულ სახეობაზე (Plus-დან).
ქვეწარმავლების გზამკვლევი
საქართველოს გველები: რომელია შხამიანი და რომელი უვნებელი, სად გვხვდება და როგორ ამოიცნო.
ნადირობის წესები
საქართველოში ნადირობის ძირითადი წესები ერთ ადგილას, მარტივად დაწერილი.
ბლოგი
სტატიები ნადირობაზე, თევზაობასა და ბუნებაზე — საიტზეც და აპლიკაციაშიც.
ქვიზები და გამოცდები
იარაღის გამოცდის ბილეთები
სანადირო, თავდაცვითი და სპორტული იარაღის ოფიციალური ბილეთები. სასწავლო რეჟიმი და გამოცდის რეჟიმი: 15 კითხვა, 20 წუთი, ჩასაბარებლად 13 სწორი პასუხი.
ქვიზები
ნადირობა, თევზაობა და ქვეწარმავლები. კითხვები ყოველ ჯერზე ახალია; სასწავლო რეჟიმი ყველასთვის უფასოა.
ქვიზის გამოწვევის რეჟიმი
Pro და Loyality15 ან 30 კითხვა, 45 წამი თითოზე. ყველა სწორ პასუხზე Wild ქულები და XP, ლიდერბორდში კი რეიტინგი.
საზოგადოება
ტროფების ფიდი
გამოაქვეყნე ნანადირევი ან ნათევზავი — ფოტოებით, სახეობით, წონით და მეთოდით. მოიწონე, დააკომენტარე და გააზიარე სხვების პოსტები.
პროფილი და ტროფების კაბინეტი
შენი პოსტები, ტროფები, სტატისტიკა, წოდება და მიღწევები ერთ გვერდზე.
გამოწერა
გამოიწერე მონადირეები და მეთევზეები და ადევნე თვალი მათ პოსტებს.
კლუბები
დახურული ჯგუფები თავისი ფორუმითა და პინებით. კლუბის შექმნა — Plus-დან, გაწევრიანება — ყველას.
ფორუმი
თემები და განხილვები — კითხვა დასვი, გამოცდილება გაუზიარე სხვებს.
Wildera Messenger
Pro და Loyalityპირადი მიმოწერა რეალურ დროში, სმაილებითა და რუკის პინის გაზიარებით.
შეტყობინებები
გაიგე, ვინ მოიწონა, დააკომენტარა ან გამოგიწერა, და რა სიახლეა აპლიკაციაში.
დარღვევის შეტყობინება და დაბლოკვა
შეგვატყობინე არასწორ ან სახიფათო კონტენტზე, ან დაბლოკე მომხმარებელი.
ქულები და ჯილდოები
Wild ქულები
ქულები აქტიურობისთვის: დადასტურებული პოსტები და პინები, მისიები, ქვიზები, შესვლის სერია და მეგობრების მოწვევა.
XP და წოდებები
XP-ით წოდება იზრდება — სკაუტიდან Wildera-მდე. ყოველ ახალ წოდებაზე Wild ქულებსაც იღებ.
მისიები
Plus და მეტიყოველდღიური და ყოველკვირეული დავალებები ჯილდოთი.
გამოწვევები
Plus და მეტიფოტო-გამოწვევები ჯილდოთი — შეასრულე პირობა და ატვირთე ფოტო.
შესვლის სერია
შედი ყოველდღე — რაც უფრო გრძელია სერია, მით მეტ ქულას იღებ.
მიღწევები
ბეჯები იმისთვის, რასაც აკეთებ: ტროფები, პინები, ქვიზები და სხვა.
ლიდერბორდი
რეიტინგი სხვა მონადირეებსა და მეთევზეებთან.
მეგობრის მოწვევა
მოიწვიე მეგობრები შენი ლინკით და მიიღე ბონუს ქულები; დამატებითი ჯილდოებია 3, 10, 25, 50 და 100 მოწვევაზე.
მარკეტი
გადაცვალე Wild ქულები ბრენდირებულ ნივთებში, ფასდაკლებებსა და ციფრულ ჯილდოებში.
ანგარიში
ვებ აპლიკაცია
მუშაობს ბრაუზერში — ტელეფონზეც და კომპიუტერზეც: app.wildera.ge.
ქართული და ინგლისური
აპლიკაცია ორ ენაზეა.
შენი მონაცემები შენ გეკუთვნის
ჩამოტვირთე შენი მონაცემები ან წაშალე ანგარიში ნებისმიერ დროს, პარამეტრებიდან.
მალე
რაზეც ახლა ვმუშაობთ.
iPhone აპლიკაცია
App Store-ისთვის მზადდება — ახალი დიზაინით, სთორებითა და შენახული პოსტებით.
Android აპლიკაცია
Google Play-ზე, iPhone-ის აპლიკაციის შემდეგ.
თამაშები
ინტერაქტიული თამაში აპლიკაციაში, რომელიც დამატებით ქულებსა და გამოცდილებას მოგიტანს.
ფონდი
ფონდი სანადირო და ენდემური სახეობების დასახმარებლად — აპლიკაციის შემოსავლიდან.
დაიწყე უფასოდ
დარეგისტრირდი და გამოიყენე Wildera ბრაუზერში — ტელეფონზეც და კომპიუტერზეც.