
ჭანარი
Chanari
Cyprinidae
საქართველოში აღმოჩენილია 1,169,845 ჩანაწერი.
აღწერა
კობრისებრნი (ლათ. Cyprinidae) — თევზების ოჯახი კობრისნაირნი რიგისა. აქვთ ქერცლით დაფარული ან ტიტველი სხეული. ოჯახში 200-მდე გვარი და 1000-ზე მეტი სახეობაა. მტკნარი წყლის ან გამსვლელი თევზებია. ფართოდაა გავრცელებული. ყველაზე ბევრია სამხრეთ აზიასა და ტროპიკულ აფრიკის წყლებში, შავი, აზოვის, კასპიის ზღვების აუზებში და მდინარე ამურში. კობრისებრთა უმრავლესობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ზოგი სატბორო მეურნეობის და სელექციის კარგი ობიექტია, ზოგიც სააკლიმატიზაციოა. საქართველოში კობრისებრთა ოჯახიდან გვხვდება 22 გვარის 33 სახეობა. მ. შ. აკლიმატიზებულია და სარეწაო მნიშვნელობა აქვს სარკისებრ კობრს, თეთრ ამურს, თეთრ სქელშუბლას, ჭრელ სქელშუბლას.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- სხივფარფლიანი თევზები
- რიგი
- კობრისნაირნი
- ოჯახი
- კობრისებრნი
- სახეობა
- ჭანარი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)