ენციკლოპედია
გუგული

ფოტო: Oleg (CC-BY-NC) · iNaturalist

გუგული

Common cuckoo

Cuculus canorus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

130 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 2,886 ჩანაწერი.

ხმა

song · Klesiv, Sarnens'kyi district, Rivnens'ka oblast, Ukraine · Jarek Matusiak (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC240515

აღწერა

გუგული, ჩვეულებრივი გუგული (ლათ. Сuculus canorus) — ფრინველი გუგულისნაირთა რიგისა. ზომით მტრედზე პატარაა, შორიდან ჰგავს მიმინოს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში რეგისტრირებულია როგორც მოზაფხულე გადამფრენი ფრინველი. ბინადრობს ფოთლოვანსა და შერეულ ტყეებში, ანთროპომორფულ ლანდშაფტში (ბაღები, ველმინდვრები და მისთ.). ტიპური ბუდობრივი პარაზიტია. გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში ბეღურასნაირთა ბუდეებში დებს 12–25 კვერცხს. დადებისას იტაცებს და ჭამს მასპინძლის 1–2 კვერცხს. გუგულის მართვე გამოჩეკისთანავე რეფლექსურად აგდებს ბუდიდან მასპინძლის ბარტყებსა და კვერცხებს. იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, რითაც სარგებლობა მოაქვს. „გუგულით“ აგრეთვე მოიხსენიებენ გუგულისებრთა ოჯახის (Сuculidae) სხვა წარმომადგენლებსაც (სულ მსოფლიოში დაახლოებით 39 გვარის 129 სახეობაა). „ბუდობრივი პარაზიტიზმი“ დამახასიათებელია მხოლოდ 80 სახეობისათვის.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
გუგულისნაირნი
ოჯახი
გუგულისებრნი
გვარი
Cuculus
სახეობა
გუგული

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)