ჩვეულებრივი უფეხურა
Eurasian nightjar
Caprimulgus europaeus
წონა
51–101 g
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 795 ჩანაწერი.
ხმა
song · Siggarp Karlshamn Municipality, Blekinge County, Sweden · Mats Olsson (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1141265
აღწერა
ჩვეულებრივი უფეხურა (ლათ. Caprimulgus europaeus) — ფრინველი უფეხურასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 25–28 სმ., მასა 65–100 გრამი. შეფერილია მურა-რუხად, გასდევს გრძივი ჭრელი ლაქები, ყელის გვერდებზე ორი თეთრი ლაქა აქვს. გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. ბინადრობს ტყის ზონაში — ტყისპირებსა და ნაკაფებში. იზამთრებს სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში. უპირატესად იკვებება ღამის მწერებით (ძირითადად პეპლებითა და ხოჭოებით), რომლებსაც ჰაერში იჭერს. ბუდეს არ აშენებს; დედალი 2 (იშვიათად 3) კვერცხს პირდაპირ მიწაზე ან ჯირკზე დებს. კრუხობს ორივე მშობელი 17–18 დღის განმავლობაში; 16–17 დღეში ბარტყები ფრენას იწყებენ. არეალის სამხრეთ ნაწილში წელიწადში 2-ჯერ მრავლდება.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- უფეხურასნაირნი
- ოჯახი
- უფეხურასებრნი
- გვარი
- Caprimulgus
- სახეობა
- ჩვეულებრივი უფეხურა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)


