ოქროსფერი კვირიონი
European bee-eater
Merops apiaster
წონა
44–78 g
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 7,218 ჩანაწერი.
ხმა
call, song · Lankaran, Azerbaijan · Teet Sirotkin (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC903011
აღწერა
ოქროსფერი კვირიონი (ლათ. Merops apiaster) — ფრინველი კვირიონისებრთა ოჯახისა. სამხრეთ ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკისა და დასავლეთ აზიის ბინადარია. ძლიერ გადამფრენია, იზამთრებს ტროპიკულ აფრიკაში. მისი სხეულის სიგრძეა 27–29 სმ. ადვილად განირჩევა სხვა ფრინველებისაგან ნაირფერი ბუმბულის საფარველით. კეფა, თხემი, ფრთის ზედა მფარავები და ზურგი წაბლისფერი აქვს. მოლურჯო სხეულის ქვედა ნაწილის ფონზე თვალშისაცემია კაშკაშა ყვითელი ყელი. ნისკარტი და თვალზე გამავალი ზოლი შავია. იკვებება მწერებით, რომელსაც ჰაერში იჭერს. ბინადრობს კოლონიურად ხევებით დასერილ გაშლილ ადგილებში, სადაც სოროს თიხიან კედლებში თხრის. გავრცელებულია საქართველოშიც.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ყაპყაპისნაირნი
- ოჯახი
- Meropidae
- გვარი
- კვირიონი
- სახეობა
- ოქროსფერი კვირიონი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)


