ენციკლოპედია
ბაღის ასპუჭაკა

ფოტო: seabirder (CC-BY-NC) · iNaturalist

ბაღის ასპუჭაკა

Garden warbler

Sylvia borin

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

16–22 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 519 ჩანაწერი.

ხმა

song · Kalaharivka, Chortkiv district, Ternopil region, Ukraine · Taras Vykhovanets (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC1018867

აღწერა

ბაღის ასპუჭაკა (ლათ. Sylvia borin) — ფრინველი ასპუჭაკასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 13–14,5 სმ, მასა — 16–22 გ. ბუმბულის შეფერილობა ერთტონალური, მკრთალია, მორუხო-მურა, მცირედ შესამჩნევი ზეთისხილისფერი იერით; მკერდისა და კუდის ქვედა მხარე და მუცელი თეთრია. დედალი და მამალი ერთნაირი იერისანი არიან, ახალგაზრდა ფრინველის ბუმბული მეტად მკრთალია. გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპასა და დასავლეთ ციმბირში. ბინადრობენ ტყის პირებსა და ველობებში. უყვართ მდინარისპირა ბუჩქნარები. უმთავრესად იკვებებიან ხოჭოებით, მუხლუხებით, ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში ეტანებიან მოცვის, ანწლის, ჟოლოს კენკრას. გადამფრენი ფრინველია. იზამთრებს ტროპიკულ და სამხრეთ აფრიკაში. ბუდეს ძირითადად ახალგაზრდა ხეების ან ბუჩქების ტოტებზე იკეთებს, მიწიდან 1–2 მ სიმაღლეზე, იშვიათად — ბებერი ხეების ქვემო ტოტებზე. მის შენებას ჩამოფრენიდან 5–8 დღეში იწყებს, რასაც 6–10 დღეს ანდომებს. წელიწადში ჩვეულებრივ 2-ჯერ ბუდობს: პირველად 5 კვერცხს დებს, მეორედ – 4-ს. მათი ფერი განსხვავებულია, უმეტესად მორუხო-მოთეთროებია, მოყავისფრო ან მორუხო ლაქებით. კრუხობს ორივე მშობელი, რომლებიც ცვლიან ერთმანეთს. ინკუბაცია 11–12 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები სრულიად შიშვლები იჩეკებიან და ბუდეში მომდევნო 10–12 დღე რჩებიან. სქესობრივ სიმწიფეს 1 წლის ასაკში აღწევენ. სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა 14 წელიც კი შეადგინოს.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ბეღურასნაირნი
ოჯახი
ასპუჭაკასებრნი
გვარი
ასპუჭაკა
სახეობა
ბაღის ასპუჭაკა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)