ენციკლოპედია
დიდი წივწივა

ფოტო: Oscar Valencoso - Salomé Planas (CC-BY-NC) · iNaturalist

დიდი წივწივა

Great tit

Parus major

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

20 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 8,431 ჩანაწერი.

ხმა

song · Volochys'k, Volochys'kyi district, Khmel'nyts'ka oblast, Ukraine · Bird Voices Collection (BVC) (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1088490

აღწერა

დიდი წივწივა (ლათ. Parus major) — ფრინველი წივწივასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 14 სმ-მდე, მასა 20 გრამამდე. გამოყოფენ 30-მდე გეოგრაფიულ რასას (ქვესახეობას), რომლებიც ერთმანეთისაგან შეფერილობით განსხვავდებიან; რიგი სახეობებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი ყვითელი მკერდი და მუცელი და მწვანე ზურგი, ზოგიერთს ქვედა მხარე თეთრი აქვს, ზურგი კი მოცისფრო-რუხი; ზოგჯერ მათ ცალ-ცალკე სახეობებად განიხილავენ. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში (ჩრდილოეთი რაიონების გარდა) და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ბინადრობს ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბაღებში, პარკეპში, მდინარისპირა ბარდებში და სხვ.; მთაში ადის ტყის ზედა საზღვრამდე. ადგილის გეოგრაფიული განედიდან გამომდინარე ეწევა მკვიდრი, მომთაბარე ან გადამფრენი ფრინველის ცხოვრების წესს; ზამთარში მრავალრიცხოვანია დასახლებულ პუნქტებში. უპირატესად იკვებება მწერებითა (დიდი სარგებლობა მოაქვს სოფლის და სატყეო მეურნეობის მავნებელთა განადგურებით) და თესლებით. ბუდეს აწყობს ფუღუროებში, ნაპრალებში, ხის გადაწეული ქერქის უკან და სხვ.; მასალად იყენებს მწვანე ხავსს, ხმელი ბალახის ღეროებსა და ფოთლებს, შიგ აფენს ბეწვს, ღინღლსა და ბუმბულს. აქტიურად იყენებს ხელოვნურ საბუდრებსაც. დედალი აშენებს ბუდს, სადაც დებს 8–12 (14-მდე) კვერცხს; კრუხობს მხოლოდ იგი, მამალი კი მას კვებავს. ხშირად წყვილი წელიწადში ორ თაობას იძლევა.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ბეღურასნაირნი
ოჯახი
წივწივასებრნი
გვარი
წივწივა
სახეობა
დიდი წივწივა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)