ენციკლოპედია
ნიბლია

ფოტო: Jonny Andrews (CC-BY-NC) · iNaturalist

ნიბლია

Common chaffinch

Fringilla coelebs

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

18–29 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 8,980 ჩანაწერი.

ხმა

song · Gmina Wińsko (near Boraszyce Wielkie), Wołów County, Lower Silesian V · Grzegorz Michalski (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1141252

აღწერა

ნიბლია, სკვინჩა (ლათ. Fringilla coelebs) — მთიულასებრთა ოჯახის ფრინველი. საქართველოს ზოგ კუთხეში წიფლის ჩიტსაც ეძახიან. ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 17 სანტიმეტრს აღწევს), მგალობელი ფრინველია. მასა 18–29 გ-ს შეადგენს. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრინველია. ბინადრობს ყველა ტიპის ტყესა და ანთროპოგენურ ლანდშაფტში, უმთავრესად კი — მთის ტყეებში. ზამთრობით დაბლობებში უფრო მეტია. აპრილში დებს 3-6 კვერცხს, რომლებიც ფერად მკრთალი ცისფერია მოწითალო ლაქებით, კრუხობს მხოლოდ დედალი. ინკუბაცია გრძელდება 2 კვირამდე, ზოგჯერ მეორედ ბუდობს ივნისში. იკვებება მცენარეების მწვანე ნაწილებით (განსაკუთრებით სარეველებით), თესლებით, ნაყოფით და სხვა ნაწილებით, ზაფხულში — მწერებით, ობობებით და სხვა უხერხემლოებით. საქართველოში ბინადრობს ორი ქვესახეობა — კავკასიური ნიბლია (Fringilla coelebs caucasica) და ყირიმული ნიბლია (Fringilla coelebs solomkoi). სიცოცხლის ხანგრძლივობა 7–15 წელს შეადგენს.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ბეღურასნაირნი
ოჯახი
მთიულასებრნი
გვარი
Fringilla
სახეობა
ნიბლია

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)