სათევზაო ნაზავი იგივე პასტა

გიზიარებთ ნაზავის (პასტა) რამოდენიმე რეცეპტს.
რეცეპტი №1
ვიღებთ მოხარშულ კვერცხის გულს და ერთ მოხარშულ კარტოფილთან ერთად შევზილავთ ერთგვაროვან მასამდე. ვამატებთ პურის გულს, ოდნავ წყალს და მზესუმზირის ზეთს. ყველაფერს ვზილავთ მკვრივი ცომის კონსისტენციამდე.
ამ პასტით თქვენ დაიჭერთ კობრისებრთა ოჯახის თითქმის ყველა წარმომადგენელს.
რეცეპტი №2
პურის გული და მოხარშული კარტოფილი ერთად შევზილოთ. დაუმატოდ ოდნავ მზესუმზირის ზეთი. ნივრის საჭყლეტში 2 კბილი ნიორი გავსრისოთ და დაუმატოდ ნაზავს. ვზილოთ მასა ერთგვაროვან მდგომარეობამდე.
ამ პასტას დიდი სიამოვნებით მიირთმევენ კობრი, საზანი და კარჩხანა.
რეცეპტი №3
ერთი მსხვილი მოხარშული კარტოფილი და მოხარშული კვერცხის გული შევზილოთ ერთმანეთში. დაუმატოდ ერთი სავსე სუფრის კოვზი ფქვილი და მაგდენივე თაფლი. ვზილოდ ერთგვაროვანი ნაზავის მიღებამდე.
ამ პასტით თქვენ მოიზიდავთ კობრს, საზანს, კარჩხანას, შამაიას, ქაშაპს.
რეცეპტი №4
მოხარშულ კარტოფილს, მოხარშულ კვერცხის გულს და პურის გულს ერთმანეთში შევზილავთ. ვიღებთ ერთ სოსისს, ვაცლით პარკის აპკს და ვსრისავთ წვრილ ფრაქციული ფარშის მიღებამდე და შემდეგ შევზილავთ უკვე არსებულ ნაზავში.
ამ პასტაზე განსაკუთრებით კარგად მოდის ხრამული, ჭანარი, წვერა და მურწა.
რეცეპტი №5
პურის გულს და მოხარშულ კარტოფილს შევზილავთ ერთმანეთში. მაღაზიაში ვყიდულობთ ნებისმიერ თევზს (100 გრამი სრულიად საკმარისია) და ვხარშავთ სანამ არ ჩაიშლება. შემდეგ გადახარშულ თევზს რამოდენიმეჯერ ვატარებთ ხორცის საკეპში, წვრილ ფრაქციული ფარშის მიღებამდე. აურევთ ორივე ნაზავს ერთმანეთში.
ამ პასტით თევზაობენ ზღვაში კეფალზე, ბარაბულზე, ლასკირზე.
დამზადებული პასტები თქვენ უპრობლემოდ შეგენახებათ პლასტმასის კონტეინერში მაცივრის ქვედა თაროზე. თევზაობის დროს კი მე გირჩევდით პასტა პლასტმასის შპრიცში მოათავსოთ. ასე მისი ნემსკავზე წამოცმა (დახვევა) უფრო მოხერხებულია.
ავტორის შესახებ


