ცოცხალი სატყუარები

წყალსატევზე ან მდინარეზე მისვლისას ყველას ძირითად სატყუარად მიაქვს: წითელი ჭია და თეთრი ჭია (ბუზის მატლი) კონკრეტულ მომენტში თევზი პასიურობს, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა. ასეთ სიტუაციაში მდგომარეობა შეიძლება გამოასწოროთ, ალტერნატიული სატყუარების დახმარებით, რომელიც იქვე თქვენს შემოგარენში შეგიძლიათ მოიპოვოთ.
ბალახში: კალია, სხვა და სხვა პეპლები, ხოჭოები, ნემსიყლაპიები, ლოკოკინები. გარშემო ბუჩქებზე, ხეებზე: ფოთოლჭამიას მატლი. ჭინჭარზე: მეჭინჭრიას მატლი. თუ ახლოს დასახლებული პუნქტია გადამწვარ ნაკელში, ძველ თივაში: ნაკელის ჭიასთან ერთად მაისის ხოჭოს მატლი (ბუღლუჯი), მახრა (ბოსტანა).
ჩქარ მდინარეში, ჩქერში ქვების ქვეშ: ნემსიყლაპიას მატლი (Odonata), მეგაზაფხულეს მატლი (plecoptera) მდინარის თიხიან ნაპირებში წყალში: მედღეურას მატლი (Ephemeroptera), ფრთა ლაპოტას მატლი (Megaloptera) მდინარის წყნარ ნაპირებში დიდ ქვებთან: რუისელის მატლი (Trichoptera) ქვიშის ნაწილაკებისაგან იკეთებს მილაკისებრ სახლს. წყალსატევის ლამში: კოღო ხრიალას მატლი (мотыль) (Chironomus plumosus). საქონლის თანმდევი მწერები: ბორა, კრაზანა (Gasterophilidae), მაწუხელა (Tabanidae), და ბუზები.
ავტორის შესახებ

