ყველა სტატია

სოსისი

სოსისით თევზაობა საკმაოდ პოპულარული და გამოცდილი მეთოდია, განსაკუთრებით ზაფხულში იმ ქვეყნების მეთევზეებში, სადაც ექსპერიმენტებს არ ერიდებიან. ამ სატყუარას შესახებ რამდენიმე საინტერესო დაკვირვება არსებობს. რომელი თევზი მოდის სოსისზე? სოსისი საუკეთესოდ მუშაობს კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე: კობრის და გოჭას ერთ-ერთი საყვარელი დელიკატესია. სოსისის შემადგენლობაში არსებული ცხიმები და არომატიზატორები წყალში კარგად ვრცელდება და თევზს შორიდან იზიდავს. პატარა ზომის ღლავები ხშირად რეაგირებენ სოსისის ნაჭერზე, განსაკუთრებით თუ ის შებოლილია. კარჩხანა და წვერა შედარებით იშვიათად, მაგრამ აქტიური კვების დროს მათთვისაც მიმზიდველია.

რატომ მუშაობს სოსისი? სოსისი შეიცავს მარილს, სანელებლებს და ნიორს, რაც თევზისთვის ძლიერი ატრაქტანტია. მოხარშული სოსისი რბილია, რაც თევზს ჭამისას არ აფრთხობს, თუმცა ამავდროულად საკმარისად მკვრივია, რომ ნემსკავზე გაჩერდეს. ასევე წყალში ცხიმის ნაწილაკების გამოყოფა ქმნის სურნელოვან კვალს, მაგრამ ერთი მინუსი აქვს, წვრილი თევზი სწრაფად აჭამს ნემსკავის გარშემო ხორცს.

გამოცდილი მეთევზეები გვირჩევენ შებოლილი ან ნახევრად შებოლილი სოსისის გამოყენებას, რადგან ის უფრო მყარად ზის ნემსკავზე და უფრო მკვეთრი სუნი აქვს. მომზადებისას უმჯობესია სოსისი დაჭრათ პატარა კუბიკებად ან გამოიყენოთ სპეციალური საჭრელი (ბოილების მსგავსი ფორმის მისაცემად). ზოგიერთი მეთევზე მას ოდნავ ტაფაზეც კი ატარებს სუნის გასაძლიერებლად, შეგიძლია ოდნავ გააშრო ჰაერზე და უფრო გამაგრდება. ყველაზე ეფექტურია ფსკერული თევზაობა ფიდერით. სოსისის ნაჭერი შეგიძლიათ პირდაპირ ნემსკავზე წამოაცვათ ან გამოიყენოთ „თმის“ (hair rig) მონტაჟი, როგორც ბოილის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში წამოაგე ნემსკავზე ისე, რომ წვერი ოდნავ გამოჩნდეს. ნუ გააკეთებ ძალიან დიდ ნაჭერს რადგან თევზი შესაძლოა დაფრთხეს.

გაითვალისწინეთ, რომ დაბალი ხარისხის სოსისი, რომელიც ბევრ სახამებელს შეიცავს, წყალში მალე იშლება. ამიტომ, უმჯობესია შედარებით ხორციანი და მკვრივი სახეობების შერჩევა. მეთოდი მარტივია, თუმცა უნივერსალური არაა, დინებაზე ცუდად ჩერდება. სამაგიეროდ, მდორე ან წყნარ ყურეებში საკმაოდ ეფექტურია.

ავტორის შესახებ

მაცი ბუხრაშვილი

გამოქვეყნდა

მეთევზე მკვლევარი

მსგავსი სტატიები