იშხვარი
Black stork
Ciconia nigra
წონა
3 kg
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 6,542 ჩანაწერი.
ხმა
alarm call · Bocchigliero, Province of Cosenza, Calabria, Italy · Francesco Sottile (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC999435
აღწერა
იშხვარი, შავი ყარყატი ან უბრალოდ ყარყატი (ლათ. Ciconia nigra) — ფრინველი ყარყატისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევრაზიის ტყის ზონებში, მათ შორის საქართველოშიც. იზამთრებს სამხრეთ აზიაში. სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს მობინადრე პოპულაცია (ანუ ძირითადად არ მიგრირებს). მსოფლიოში უდიდესი პოპულაცია ბინადრობს ზვანეცის ჭაობებთან ახლოს, ბელარუსში. იშხვარის ცხოვრების წესი და ხასიათი ნაკლებადაა შესწავლილი. თეთრი ყარყატისაგან განსხვავებით არ უყვარს ადამიანებთან მეზობლობა და უპირატესობას მიყრუებულ, ძველ, ბარის ტყეებს ანიჭებს. მაღალმთაში ბინადრობს მხოლოდ წყალსატევებთან (ტბა, მდინარე, ჭაობი) ახლოს. სხვა ყარყატების მსგავსად ლივლივებს ჰაერში. ფრენისას თავი და კისერი წინ, ხოლო გრძელი ფეხები უკან აქვს გაშვერილი. იკვებება უმთავრესად თევზით, აგრეთვე წყლის მცირე უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველებით, რომელთაც იჭერს წყალმარჩხ ადგილებში, ყურეებში და წყალსატევებში სეირნობისას. ზამთარში ძირითადად ჭამს მცირე მღრღნელებს, მსხვილ მწერებს, გველებს, ხვლიკებს და მოლუსკებს. იშხვარი მონოგამური ფრინველია, მრავლდება 3 წლის ასაკიდან. ბუდობს წელიწადში ერთხელ, ბუდეს იკეთებს 10–20 მ სიმაღლეზე ძველი, მაღალი ხეების გვირგვინებში ან კლდეებზე ადამიანთა საცხოვრისისგან მოშორებით. ზოგჯერ იშხვარმა ბუდე შეიძლება მთებშიც გაიკეთოს, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. ბუდე მასიურია, აშენებულია მსხვილი ხეების ტოტებით, სიცარიელეები მიწითა და თიხითაა ამოვსებული. ზოგ შემთხვევაში ერთი ბუდე რამდენიმე თაობის გამოსაჩეკად გამოიყენება.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ყარყატისნაირნი
- ოჯახი
- ყარყატები
- გვარი
- ყარყატი
- სახეობა
- იშხვარი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)

