ლაკლაკი
White stork
Ciconia ciconia
წონა
2.3–4.5 kg
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 2,391 ჩანაწერი.
ხმა
bill clapping · Sataniv, Khmelnytskyi district, Khmelnytskyi region, Ukraine · Taras Vykhovanets (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC1006177
აღწერა
ლაკლაკი, თეთრი ყარყატი, ყარყატი (ლათ. Ciconia ciconia) — ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, ფრთების შლილი 155–165 სმ, მასა 4 კგ-მდე. სხეული შეფერილია მთლიანად თეთრად, შავი მომქნევი ბუმბულები მკვეთრადაა მისგან გამიჯნული. ზრდასრულს აქვს წითელი ნისკარტი და ფეხები, წლევანდულას — მონაცრისფრო-ვარდისფერი. შიშველი ადგილები თვალის გარშემო და ნიკაპზე შავია. კისერი გრძელი და მოქნილია, ნისკარტი სწორი და მახვილი, ფეხები გრძელი. დედალი მამალზე პატარაა. გავრცელებულია ევროპის ზომიერ და სამხრეთ ოლქებში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, წინა აზიაში და შუა აზიის ნაწილში. იზამთრებს აფრიკაში, სამხრეთ ერაყში, ირანსა და ინდოეთში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, აგრეთვე მცირე რაოდენობით ბუდობს ქვეყნის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში — ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქის და გომარეთის ვაკეზე, წალკის პლატოზე, სამსრის და ჯახახეთის ქედების ფერდობებზე. ბუდეები განლაგებულია ზღვის დონიდან 1250–2400 მ-ზე. ყოველწლიურად 50–70 წყვილია შემჩნეული. მიგრირებს საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე, ლივლივა ფრენით, უპირატესად ხმელეთის თავზე (სადაც კონვექციური ჰაერის უფრო ძლიერი ნაკადებია), თავს არიდებს წყლის დიდ სივრცეებს. ფრენის დროს კისერი და ფეხები გარეთ გამოწეულია. გაზაფხულზე გამოსცემს დამახასიათებელ ტკაცანის მსგავს ხმებს.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ყარყატისნაირნი
- ოჯახი
- ყარყატები
- გვარი
- ყარყატი
- სახეობა
- ლაკლაკი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)

