ენციკლოპედია
ხეკაკუნა

ფოტო: Александр (CC-BY-NC-SA) · iNaturalist

ხეკაკუნა

Black woodpecker

Dryocopus martius

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

250–400 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 769 ჩანაწერი.

ხმა

duet, flight call · Viborg, Viborg Municipality, Central Denmark Region, Denmark · Christian Bøggild (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1098838

აღწერა

ხეკაკუნა, შავი კოდალა (ლათ. Dryocopus martius) — ფრინველი კოდალასნაირთა რიგისა. ტანად დიდია, სხეულის სიგრძე 50 სმ აღწევს. აქვს ღია ფერის ძლიერი, ხიშტისებური ნისკარტი. შეფერილია შავად, კეფა წითელი აქვს. ბინადრობს ევროპისა და აზიის წიწვიან ტყეებში. ბუდობს ფუღუროში, რომელსაც თავადვე გამოიმუშავებს. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით. საქართველოში მცირერიცხოვანია, მაგრამ ფართოდ არის გავრცელებული. ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 2300 მ. იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, რომლებიც ხის მერქნიდან ამოაქვს. ჩვენში მობინადრე კოდალებიდან ყველაზე დიდია.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
კოდალასნაირნი
ოჯახი
კოდალასებრნი
გვარი
ხეკაკუნა
სახეობა
ხეკაკუნა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)