ენციკლოპედია
ჩვეულებრივი მაქცია

ფოტო: Happy The Monk Singh (CC-BY-NC) · iNaturalist

ჩვეულებრივი მაქცია

Eurasian wryneck

Jynx torquilla

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

23–52 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 699 ჩანაწერი.

ხმა

duet, song · Skogså, Boden Municipality, Norrbotten County, Sweden · Gustav Haapalahti (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1137680

აღწერა

ჩვეულებრივი მაქცია (ლათ. Jynx torquilla) — კოდალასნაირთა რიგის კოდალასებრთა ოჯახის მაქციათა გვარის წარმომადგენელი ფრინველი, გავრცელებულია საქართველოში. გადამფრენი, მიმომფრენი ან მობუდარი ფრინველია. ჩვეულებრივი მაქცია მცირე ზომის ფრინველია. ზურგი მორუხო-მურაა, თხემზე წცრილი, განივი მურა წინწკლებია, ხოლო ზურგზე მოშავო-მურა ზოლები. ეს ზოლები ხშირად ერთმანეთს ერთ მთლიან მუქ ლაქად ერწყმიან. კუდის ზედა მფარავები რუხი-ქვიშისფერია, ნიკაპი, ყელი და ჩიჩახვი - ჟანგმიწისფერი, წვრილი მურა, განივი წინწკლებით. დანარჩენი ქვედა მხარე მოთეთრო ან ჟანგმიწისფერია წვრილი სამკუთხა ლაქებით. საჭის ბუმბულებზე ვიწრო მოშავო და ფართო მორუხო განივი ზოლებია. ფეხები და ნისკარტი ღია ყავისფერია. ტალღისებურად დაფრინავს და აქვს შესანიშნავი უნარი თავი 180°-ით შემოაბრუნოს. ჩვეულებრივი მაქციას სიგრძე დაახლოებით 16-18 სანტიმეტრია და 23-დან 52 გრამამდე იწონის.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
კოდალასნაირნი
ოჯახი
კოდალასებრნი
გვარი
მაქცია
სახეობა
ჩვეულებრივი მაქცია

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)