ენციკლოპედია
ჩეგრავა

ფოტო: Jef-B (CC-BY-NC) · iNaturalist

ჩეგრავა

Caspian tern

Hydroprogne caspia

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

530–782 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 291 ჩანაწერი.

ხმა

call · Ras Al Khor Wildlife Sanctuary (near Dubai), Dubai, United Arab Emira · David Darrell-Lambert (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1138227

აღწერა

ჩეგრავა (ლათ. Hydroprogne caspia) — ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 56 სანტიმეტრამდეა, მასა 780 გრამამდე, ფრთების შლილი 145 სანტიმეტრამდე. ზურგისა და ფრთების ზედა მხარე ღია ვეჟანია, თავზე შავი „ქუდი“ აქვს მოკლე ქოჩრით, დანარჩენი შებუმბვლა თეთრია. ნისკარტი ძლიერი, ფერად ღია წითელია, ბოლოვდება ღია წვერით. ფეხები მუქია. კუდი მცირედაა ამოკვეთილი. ძახილი ხმამაღალი და მკვეთრი აქვს, ჭარბობს დაბალი ჩხავილისა და ღრჭენის ხმები. მოიპოვებს 30 სანტიმეტრამდე სიგრძის თევზებს წყალში პიკირებით. ზოგჯერ ნადავლის მოსაპოვებლად საბუდრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით შორს მიფრინავს. გავრცელებულია ყველა კონტინენტის (სამხრეთ ამერიკისა და ანტარქტიდის გარდა) ზომიერ და ტროპიკულ ზონებში, ევრაზიაში — ძირითადად ბალტიისპირეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და არიდული ზონების წყალსატევებზე (აღმოსავლეთით იმიერბაიკალეთამდე), აგრეთვე ჩინეთის ზღვების სანაპიროებზე. იზამთრებს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ბუდობს მჭიდრო კოლონიებად (ჩვეულებრივ ასეულობით წყვილი) თავთხელი წყალსატევების (ზღვის ლიმანები, სტეპის ტბები, მდინარეთა დელტები) სანაპიროებსა და კუნძულებზე. დებს 2 კვერცხს. მსოფლიოში მოითვლება დაახლოებით 50 ათასი წყვილი.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მეჭვავიასნაირნი
ოჯახი
თოლიასებრნი
გვარი
Hydroprogne
სახეობა
ჩეგრავა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)