ტყის ქათამი
Eurasian Woodcock
Scolopax rusticola
წონა
26.5 g
თანაცხოვრება
პოლიგამური
საქართველოში აღმოჩენილია 31 ჩანაწერი.
ხმა
song · Birky, Lyubeshivs'kyi district, Volyn Oblast, Ukraine · Kevin Guille (CC0) · Xeno-Canto XC1105590
აღწერა
ტყის ქათამი, ვალდშნეპი (ლათ. Scolopax rusticola) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 34-38 სმ, მასა — 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, საგაზაფხულო გადაფრენა ჩვეულებრივ მარტის შუა რიცხვებში იწყება და ერთ თვეზე მეტს გრძელდება, საშემოდგომო გადაფრენა კი სექტემბრის ბოლოს იწყება და ორ თვემდე გრძელდება. ჩვენში მცირე რაოდენობით ბუდობს, აღწერილია ბორჯომის ტყიან მასივში. აგრეთვე ზამთრობს: საშემოდგომო გადაფრენისას შავი ზღვის ნაპირებთან დიდი რაოდენობით რჩება დასაზამთრებლად. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაეში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია. დებს 4 კვერცხს, კრუხობს დედალი 17-24 დღე-ღამე. დედა დიდი მზრუნველობით უვლის თავის შვილებს და საფრთხის შემთხვევაში ბარტყი ფრენით გადაჰყავს უშიშარ ადგილზე. იკვებება ჭიაყელებით და მწერების მატლებით, რომელსაც გრძელი ნისკარტით იღებს ნიადაგიდან. გემრიელი ხორცის გამო სპორტული ნადირობის ობიექტია.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მეჭვავიასნაირნი
- ოჯახი
- ჩიბუხასებრნი
- გვარი
- Scolopax
- სახეობა
- ტყის ქათამი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















