ენციკლოპედია
არჩვი

ფოტო: Giles Laurent (CC-BY-SA) · iNaturalist

არჩვი

Chamois

Rupicapra rupicapra

ნაკლები რისკი (LC)ცხოველები

წონა

30–60 kg

📍

საქართველოში აღმოჩენილია 45 ჩანაწერი.

აღწერა

არჩვი, ფსიტი (ლათ. Rupicapra rupicapra) — ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან — 75-85 სმ. წონა 40 კგ-მდე. 20 სმ-მდე სიგრძის, სწორად აღმართული, ბოლოში მოკაუჭებული რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. ვაცი უფრო დიდია და მურა. რქების უკან აქვთ ჯირკვლები, საიდანაც ხურაობის პერიოდში (ოქტომბრიდან დეკემბრამდე) გამოიყოფა სპეციფიკური სუნის სეკრეტი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოში — კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra caucasica), იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს. სქესობრივ სიმწიფეს 2 წლისა აღწევს, ზრდას 3 წლისა ამთავრებს, ცოცხლობს 25 წლამდე.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ძუძუმწოვრები
რიგი
წყვილჩლიქოსნები
ოჯახი
ძროხისებრნი
გვარი
Rupicapra
სახეობა
არჩვი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)