გარეული ღორი
Wild Boar
Sus scrofa
წონა
40–50 kg
საქართველოში აღმოჩენილია 10 ჩანაწერი.
აღწერა
გარეული ღორი, ეშვი, ტახი (ლათ. Sus scrofa) — არამცოხნელი ძუძუმწოვარი წყვილჩლიქოსანი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში (მათ შორის ჩინეთის, კორეის, იაპონიის, დიდი ზონდის კუნძულების და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ტერიტორიები), ასევე კავკასიაში. ევროპული გარეული ღორები ჩრდილოეთ ამერიკაში სანადირო ობიექტებად იქნა შეყვანილი, რის შემდეგაც მოხდა მათი ველურ ბუნებაში გავრცელება. სამხრეთ ამერიკაში გარეული ღორები, სავარაუდოდ, პირველად არგენტინასა და ურუგვაიში დაახლოებით მე-20 საუკუნეში გამრავლების მიზნით შეიყვანეს.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ძუძუმწოვრები
- რიგი
- წყვილჩლიქოსნები
- ოჯახი
- ღორისებრნი
- გვარი
- ღორი
- სახეობა
- გარეული ღორი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)







