ენციკლოპედია
ჩვეულებრივი კულუმბური

ფოტო: Valia Pavlou (CC-BY-NC) · iNaturalist

ჩვეულებრივი კულუმბური

Hawfinch

Coccothraustes coccothraustes

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

46–70 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 759 ჩანაწერი.

ხმა

call, song · Tazart MA-Marrakesh-Safi, Morocco · Stanislas Wroza (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1098412

აღწერა

ჩვეულებრივი კულუმბური ან უბრალოდ კულუმბური (ლათ. Coccothraustes coccothraustes) — ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომის ფრინველია. მათი სხეულის სიგრძე 18 სმ აღწევს. გვხვდება შერეულ და ფოთლოვან ტყეებში, კორომებში, ბაღებში, პარკებსა და სხვა. იკვებება ალუბლისა და შოთხვის კენკრით, აგრეთვე ცირცელისა და ანწლის თესლითა და სხვ. აქვთ ღრმა ჯამისებრი ბუდე, რომელთა კედლები და ძირი ნაგებია ფხვიერი მასალით. დიამეტრი — 200–220 მმ. ჩვეულებრივი კულუმბური ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გვხვდება კავკასიაშიც (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი).

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ბეღურასნაირნი
ოჯახი
მთიულასებრნი
გვარი
კულუმბურები
სახეობა
ჩვეულებრივი კულუმბური

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)