ენციკლოპედია
ღალღა

ფოტო: Erik Eckstein (CC-BY-NC) · iNaturalist

ღალღა

Corncrake

Crex crex

ნაკლები რისკი (LC)ფრინველებინოტიო მდელოები

წონა

165 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 238 ჩანაწერი.

ხმა

song · Småsletta sør (near Tisnes), Tromsø, Troms, Norway · Stein Ø. Nilsen (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1141156

აღწერა

ღალღა (ლათ. Crex crex) — ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. ტანად პატარა ფრინველია (სხეულის სიგრძეა 27 სმ, მასა 150 გ). გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში ბუდობს. ჩვენში იგი აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩნდება, მოფრენის შემდეგ მალე წყვილდებიან და ხმელი ბალახებისა და მათი ღეროებისგან მაღალ ბალახეულში მშრალ ადგილას იწყებენ ბუდის გაკეთებას. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისკენ მიისწრაფიან ნაწილობრივ გადაფრენით, მეტწილად კი ფეხით. ზამთარს ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში ატარება. ბინადრობს ნოტიო მდელოებსა და ტყის ველებზე, მდინარეთა ხეობებში, რომლებსაც მთებამდე აჰყვება ხოლმე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 7-12 კვერცხს. ინკუბაცია 16-17 დღე-ღამე გრძელდება. წიწილოვანი ფრინველია. იკვებება მარცვლოვანი მცენარეების თესლითა და წვრილი უხერხემლოებით (ყოველგვარი მწერი, ჭიაღუა, ობობები, ლოკოკინები). ღალღა სწრაფად დარბის და უხალისოდ ფრენს. სპორტული ნადირობის ობიექტია.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
წეროსნაირნი
ოჯახი
ლაინასებრნი
გვარი
Crex
სახეობა
ღალღა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)