ენციკლოპედია
წყლის ქათამი

ფოტო: Alexis Lours (CC-BY) · iNaturalist

წყლის ქათამი

Common Moorhen

Gallinula chloropus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველებიტბები, ლერწმიანი ნაპირები

წონა

192–500 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 2,018 ჩანაწერი.

ხმა

call · Netishyn, Shepetivka district, Khmelnytskyy region, Ukraine · Taras Vykhovanets (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC1018718

აღწერა

წყლის ქათამი (ლათ. Gallinula chloropus) — ფრინველი ლაინასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 35 სმ. ფეხები გრძელია, ნისკარტი და კუდი მოკელე. ზურგი ფერად მურა-ზეთისხილისფერია, მუცელი რუხი, სხეულის გვერდებზე გასდევს გრძივი ლაქები, თავი შავია, შუბლზე წითელი ლაქა აქვს; ნისკარტი წითელია, მისი წვეტი კი ყვითელი. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში ავსტრალიის გარდა. გადამფრენები არიან, მხოლოდ ადგილ-ადგილ იზამთრებენ. ბინადრობენ მტკნარწყლიან, ბალახეული მცენარეულობით მოდებულ წყალსატევებში. ბუდეს წყალში აკეთებს, ბუჩქების ან ლერწმის ღეროზე. წელიწადში ორჯერ ბუდობს, ყოველჯერზე დებს 6–12 კვერცხს. იკვებება უპირატესად წყლის უხერხემლოებით.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
წეროსნაირნი
ოჯახი
ლაინასებრნი
გვარი
წყლის ქათამი
სახეობა
წყლის ქათამი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)