ენციკლოპედია
საყელოიანი გვრიტი

ფოტო: Jorge A. Pérez Torres (CC-BY-NC) · iNaturalist

საყელოიანი გვრიტი

Eurasian collared-dove

Streptopelia decaocto

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

125–240 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,936 ჩანაწერი.

ხმა

song · Arrondissement de la Roche-sur-Yon (near La Roche-sur-Yon), Vendée, P · Philippe_Grange (CC0) · Xeno-Canto XC1141345

აღწერა

საყელოიანი გვრიტი ან რგოლებიანი გვრიტი (ლათ. Streptopelia decaocto) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. ზომებით გარეული მტრედის ტოლია, მისი სხეულის სიგრძეა 31–33 სმ, ფრთის შლილი 47–55 სმ, მასა 150–200 გ. შეფერილია ერთფეროვნად, ღია კრემისფერ-ყავისფრად, ფრთის ბოლოები მუქია, თავი და სხეულის ზედა ნაწილი შედარებით ღია. კისერზე მკვეთრადაა გამოხატული მუქი „საყელო“. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. გააჩნია საკმაოდ გრძელი კუდი. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის გარშემო, შუამდინარეთში, ცენტრალურ აზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში, ინტროდუცირებულია იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს დასახლებულ რაიონებშიც, პარკებში, ბაღებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, რომელშიც დებს 1–2 კვერცხს. ინკუბაცია 13–14 დღე-ღამე გრძელდება. დედალი ხშირად წელიწადში რამდენჯერმე კრუხობს, რადგან დიდი რაოდენობით ნადგურდება მტაცებელთა მიერ (კატა, კაჭკაჭი, ჩხიკვი, ციყვი).

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მტრედისნაირნი
ოჯახი
მტრედისებრნი
გვარი
გვრიტი
სახეობა
საყელოიანი გვრიტი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)