ენციკლოპედია
გარეული მტრედი

ფოტო: Birds of Gilgit-Baltistan (CC-BY-SA) · iNaturalist

გარეული მტრედი

Rock pigeon

Columba livia

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

238–380 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 6,845 ჩანაწერი.

ხმა

call, song · Eka, Trögden, Uppland, Sweden · Ulf Elman (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC1073356

აღწერა

გარეული მტრედი ან ვეჟანი მტრედი (ლათ. Columba livia) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. საკმაოდ მსხვილი მტრედია. მისი სხეულის სიგრძეა 29–36 სმ, ფრთის შლილი 50–67 სმ, ხოლო მასა 265–380 გ. შეფერილია ღია ნაცრისფრად. თავი, კისერი და მკერდი ვეჟანი აქვს, რომელსაც დაჰკრავს მომწვანო-მოყვითალო ლითონისებრი ბზინვარება. ფრთებზე გასდევს მუქი ზოლები. წააგავს ქედანსა და გვიძინს. ფრთები ფართო და წამახვილებულია, კუდი მომრგვალებული, რომლის ბოლო მუქია, დანარჩენი ღია. ფეხები შეფერილია ვარდისფერიდან მონაცრისფრო-შავამდე, ზოგიერთ ინდივიდს ისინი შებუმბლული აქვს. საერთოდ, განსხვავდება ქალაქისა და სოფლის და ველურ ბუნებაში მცხოვრები გარეული მტრედების შეფერილობანი. ნისკარტი ფიქალისფერი-შავი აქვს, რომლის ძირზე ამოზრდილია ცვილიანა. სქესობრივი დიმორფიზმი არ ახასიათებს. ახალგაზრდა, 6–8 თვემდე ინდივიდები მოწითალო-მონაცრისფრო ფერისანი არიან. გადაადგილდება მიწაზეც და ცაშიც, შეუძლია ხეებზე გაჩერებაც. ფრენისას ავითარებს 185 კმ/სთ სიჩქარეს. გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც, ფრაგმენტულად მცირე, ცენტრალურ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე ავსტრალიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ (მცირედ) ამერიკებში. ბინადრობს მინდვრებში, კლდოვან და ადამიანებით დასახლებულ ადგილებში. დაწყვილებას იწყებენ გაზაფხულის დასაწყისში. წელიწადში ბუდობენ 7–8-ჯერ. დედალი დებს 2 (იშვიათად 1) კვერცხს ორი დღე-ღამის ინტერვალით.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მტრედისნაირნი
ოჯახი
მტრედისებრნი
გვარი
მტრედი
სახეობა
გარეული მტრედი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)