ენციკლოპედია
გულწითელა

ფოტო: Nigel Voaden (CC-BY) · iNaturalist

გულწითელა

European robin

Erithacus rubecula

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

16–22 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 3,751 ჩანაწერი.

ხმა

begging call, call · Buckingham Palace, Greater London, England, United Kingdom · David Darrell-Lambert (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1141422

აღწერა

გულწითელა (ლათ. Erithacus rubecula) — ფრინველი მემატლიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 15–16 სმ, წონა 16–18 გრამი. გავრცელებულია ევროპაში, სპორადულად აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება როგორც მობინადრე ფრინველი, ვრცელდება ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე. უდეს იკეთებს მიწაზე, კუნძებზე, იშვიათად ფუღუროში, წაქცეული ხეების ქვეშ. დებს 4–7 (ჩვეულებრივ 5–6) კვერცხს, კრუხობს 13–14 დღე. ბარტყებს ჩეკს ზაფხულში. ფრთხილი ფრინველია, საკვებს ხტუნვა-ხტუნვით დაეძებს. იკვებება მწერებით, ლოქორებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლოებით, ბალახის თესლით და კენკრით. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფორმა, ამასთან, ქვესახეობებიდან კავკასიონისათვის დამახასიათებელია კავკასიური გულწითელა (ლათ. Erithacus rubecula caucasicus), ხოლო მცირე კავკასიონისათვის — ირანული ქვესახეობა — ჰირკანული გულწითელა (Erithacus rubecula hyrcanus), მიმოფრენისას გვხვდება ჩვეულებრივი გულწითელა (ლათ. Erithacus rubecula rubecula).

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ბეღურასნაირნი
ოჯახი
მემატლიასებრნი
გვარი
Erithacus
სახეობა
გულწითელა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)