ენციკლოპედია
ცეკვია მეღორღია

ფოტო: Donna Pomeroy (CC-BY-NC) · iNaturalist

ცეკვია მეღორღია

Isabelline wheatear

Oenanthe isabellina

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

27–31 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 3,013 ჩანაწერი.

ხმა

song · antalya, Turkey · Tero Linjama (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1071016

აღწერა

ცეკვია მეღორღია (ლათ. Oenanthe isabellina) — ფრინველი მემატლიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე დაახლოებით 15–16,5 სმ აღწევს. ფრთების სიგრძე 9,4–9,7 სმ. წონა 27–31 გრ. სხეულის ქვედა ნაწილი მოთეთრო-მოყვითალო აქვს. ყელი და მკერდი რამდენადმე მოყავისფროა. კურტუმი თეთრი ფერისაა. კუდი მოთეთროა, რომელსაც გასდევს ფართო შავი ზოლი. იკვებება მწერებითა და მათი მატლებით. გავრცელებულია წინა აზიის უდაბნო და სტეპურ ლანდშაფტებში. აგვისტოსა და ზოგჯერ სექტემბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად მიფრინავს აღმოსავლეთ აფრიკაში, არაბეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ბეღურასნაირნი
ოჯახი
მემატლიასებრნი
გვარი
მეღორღია
სახეობა
ცეკვია მეღორღია

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)