ჩვეულებრივი შოშია
European starling
Sturnus vulgaris
წონა
58–101 g
საქართველოში აღმოჩენილია 4,363 ჩანაწერი.
ხმა
Eğirdir, Eğirdir, Isparta, Turkey · Mehmet Ali Demiral (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC746941
აღწერა
ჩვეულებრივი შოშია, შოშია, შროშანი (ლათ. Sturnus vulgaris) — მგალობელი ფრინველი შოშიასებრთა ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის მნიშვნელოვან ნაწილში, ინტროდუცირებულია სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში მობინადრე ფრინველია, ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრებნი კი მიგრაციებს ასრულებენ და სამხრეთისაკენ ინაცვლებენ. გარეგნულად (ზომები, ყვითელი ნისკარტი და მუქი შეფერილობა) ძლიერ წააგავს შავ შაშვს, მაგრამ მისგან განსხვავებით მიწაზე გადაადგილებისას დადის და არ ხტუნავს.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ბეღურასნაირნი
- ოჯახი
- შოშიასებრნი
- გვარი
- Sturnus
- სახეობა
- ჩვეულებრივი შოშია
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















