რუხი იხვი
Gadwall
Mareca strepera
წონა
990 g
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 698 ჩანაწერი.
ხმა
alarm call · Swanscombe Marshes, Kent, England, United Kingdom · David Darrell-Lambert (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC995001
აღწერა
რუხი იხვი (ლათ. Anas strepera ან Mareca strepera) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. საშუალო ზომის იხვია. სხეულის სიგრძეა 46–56 სმ, ფრთის შლილი 84–95 სმ. მამლის მასა 600–1300 (საშალოდ 900) გ-ს შეადგენს, დედლისა — 500–1000 (საშუალოდ 800) გ-ს. სქესობრივი დიმორფიზმი მცირედაა გამოხატული. მამალი მხოლოდ მოწითალო დეტალებით განსხვავდება დედლისაგან. ზურგი შეფერილია მურა-ნაცრისფრად, მკერდია წინა ნაწილი და გვერდები ჭრელად აქვს მოხატული, კისრის წინა ნაწილს მოწითალო ელფერი აქვს, მუცელი და მკერდის უკანა ნაწილი თეთრია. ფრენისას ადვილად შესამჩნევია წაბლისფერი ლაქა ფრტებზე. ფეხები ყვითელია, ნისკარტი მუქი ნაცრისფერი. ბუდობს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყლებში, აგრეთვე ჩრდილოეთ ატლანტიკის რამდენიმე კუნძულზე: ბრიტანეთის, ისლანდია, ანტიკოსტი, ჰიიუმა, საარემაა. დასავლეთი ევროპა რუხი იხვის საბინადრო ადგილად არც ისე დიდი ხნის წინ გახდა, შოტლანდიაში პირველად შეამჩნიეს 1906 წელს, საფრანგეთში — 1925 წელს, გერმანიაში (ბავარიაში) — 1930 წელს, ირლანდიაში — 1937 წელს, შვეიცარიაში — 1959 წელს. ისლანდიაში შენიშნეს 1862 წელს, ესტონეთში 1920-იან წლებში. აგრეთვე გვხვდება აფრიკაში და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბინადრობს სხვადასხვა წყალსატევთან ახლოს. მიგრაციის დროს და ზამთარში უპირატესობას ანიჭებს ყურეებს, ლაგუნებს, ზღვისპირა დაჭაობებულ ტერიტორიებს. უმთავრესად იკვებება ფოთლებითა და წყლის მცენარეულობით, როგორიცაა წყლის ვაზი, ზღვის რუპია, დისტიხლისი, ლისი და სხვ., აგრეთვე ფიტოპლანქტონით.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ბატისნაირნი
- ოჯახი
- იხვისებრნი
- გვარი
- იხვი
- სახეობა
- რუხი იხვი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















