სისინა გედი
Mute swan
Cygnus olor
წონა
9.2–14.3 kg
სიგრძე
1.3–1.7 m
სიმაღლე
1.2 m
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 102 ჩანაწერი.
ხმა
call, hissing of a juvenile · Netishyn, Shepetivka district, Khmelnytskyy region, Ukraine · Taras Vykhovanets (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC1049315
აღწერა
სისინა გედი, წითელნისკარტა გედი (ლათ. Cygnus olor) — დიდი ზომის ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 145–160 სმ, ფრთების შლილი 208–238 სმ, მასა 7–14 კგ. შეფერილია თეთრად, გამოირჩევა წითელი ნისკარტითა და შუბლზე არსებული შავი გამონაზარდით. შორი მანძილიდან მისი ცნობა შესაძლებელია გრძელი, შედარებით მოხრილი კისრით, რომელსაც ცურვის დროს S-ის ფორმა აქვს, და ძირს დახრილი ნისკარტით. აქვს ძირითადად ზემოთ აღმართული გრძელი კუდი. ახალგაზრდა მოყავისფროა, ნისკარტი მოვარდისფრო-ნაცრისფერი, შავი ძირით. ზრდასრულს შავი ფეხები აქვს, მოზარდს — წითელი. ფრენის დროს ფრთები დამახასიათებელ ხმას გამოსცემს, სხვა გედებისაგან განსხვავებით, გაშლილი ფრთები ნაკლებადაა წამახვილებული (პირველი ორი პირველხარისხოვანი მომქნევი ბუმბული თითქმის ერთი ზომისაა). ბინადრობს დიდ ტბებსა და მდორე მდინარეებზე, ჭაობებსა და ზღვაზე — ტყე-ველისა და ველის ზონებში, ისეთ წყალსატევებზე, რომელთა ნაპირებზე ლერწმის ხშირი ბარდებია. ცხოვრობს წყვილებად ან გუნდებად. გვხვდება წყალზე ან ფრენის დროს. ხმა — წყნარი და ხრინწიანი. გავრცელებულია დასავლეთ ეროპაში (კალინინგრადის ოლქიდან, ესტონეთიდან და დუნაის დელტიდან აღმოსავლეთით), მცირე აზიაში, იმიერბაიკალეთიდან მდინარე უსურამდე, ირანში, მონღოლეთსა და ჩინეთში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, აგრეთვე მცირე რაოდენობით ზამთრობს აფხაზეთის სანაპირო ზოლში, ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლებად აწუხებენ. მცირერიცხოვანია. რაოდენობას ამცირებს ბრაკონიერობა ბუმბულისა და ხორცისათვის.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ბატისნაირნი
- ოჯახი
- იხვისებრნი
- გვარი
- გედი
- სახეობა
- სისინა გედი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















