ენციკლოპედია
ყვითელთავა ნარჩიტა

ფოტო: Dave Curtis (CC-BY-NC-ND) · iNaturalist

ყვითელთავა ნარჩიტა

Goldcrest

Regulus regulus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

4.5–7.0 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 936 ჩანაწერი.

ხმა

song · Lockenhaus (near Rechnitz), Oberwart District, Burgenland, Austria · Walter Wallner (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1139436

აღწერა

ყვითელთავა ნარჩიტა (ლათ. Regulus regulus) — ფრინველი ნარჩიტასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 10 სმ-მდე, იწონის 5–6 გ-ს. შეფერილია მორუხო-ყვითლად; თხემი მამლებს ნარინჯისფერი, დედლებს კი ყვითელი გვერდებზე შავი ზოლებით აქვს. ბინადრობს ნაძვიან ან ფიჭვიან ტყეებში. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის მრავალ რეგიონში, მათ შორის აზორისა და კანარის კუნძულებზე. საქართველოშიც მრავლად გვხვდება. თითქმის მრგვალ ბუდეს ხეების ზედა ტოტებზე იკეთებს, რომელშიც 5–10 კვერცხს დებს. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად, ხშირად გვხვდება წივწივებთან ერთად. იკვებება მწერებით.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ბეღურასნაირნი
ოჯახი
ნარჩიტასებრნი
გვარი
ნარჩიტა
სახეობა
ყვითელთავა ნარჩიტა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)