ენციკლოპედია
თვალშავი

ფოტო: Valia Pavlou (CC-BY-NC) · iNaturalist

თვალშავი

Red-footed falcon

Falco vespertinus

მოწყვლადი (VU)ფრინველები
📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,005 ჩანაწერი.

ხმა

call · Hajdúszoboszló, Hajdúszoboszló District, Hajdú-Bihar, Hungary · András Schmidt (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1069891

აღწერა

თვალშავი, ჩვეულებრივი თვალშავი ან ძელქორი (ლათ. Falco vespertinus) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. მამალი ლეგა-შავია, წითელფეხებიანი; დედალს წითური მუცელი და ლეგა ზურგი აქვს, განივი მუქი ზოლებით. თვალშავი გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, ციმბირში მდინარე ლენამდე, ზამთრობს სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, გაზაფხულზე (აპრილში) და შემოდგომაზე (აგვისტო-სექტემბერში). ბუდობს ხეებზე სხვა ფრინველების ბუდეში. იკვებება მწერებითა და წვრილი მღრღნელებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. უწინ თვალშავი ეწოდებოდა ფრინველთა გვარს, რომელშიც ორი სახეობა იყო გაერთიანებული: თვალშავი (ლათ. Erythropus vespertinus) და ამურის თვალშავი (ლათ. Erythropus amurensis), რომელიც გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
შავარდნისნაირნი
ოჯახი
შავარდნისებრნი
გვარი
შავარდენი
სახეობა
თვალშავი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)