ბარი
Saker falcon
Falco cherrug
წონა
730–990 g
საქართველოში აღმოჩენილია 46 ჩანაწერი.
ხმა
flight call · Baga Bogt, Baruunbayan-Ulaan, Övörkhangai, Mongolia · Frank Lambert (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC412094
აღწერა
ბარი, გავაზი (ლათ. Falco cherrug) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, ფრთების შლილი 130 სმ-მდე. დედალი მამალზე დიდია. ბუმბული ზურგზე მორუხო-მურაა, მუცელზე თეთრი, მურა ან შავლაქებიანი. ბარი ბუდობს ველისა და ტყე-ველის ზონაში, მთაში. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. იზამთრებს თავისი გავრცელების არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე ინდოეთსა და აფრიკაში. ბუდეს იკეთებს კლდეზე, ზოგჯერ ხეზე და სხვის ბუდეშიც იბუდებს. დებს 3-6 კვერცხს. ბარი მსხვერპლს იჭერს ფრენისას, შეუძლია აიტაცოს მიწიდანაც. იკვებება პატარა და საშუალო ზომის ფრინველებით, თრიებით, მემინდვრიებითა და სხვა მღრღნელებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. ბარს წვრთიან ფრინველებზე, კურდღლებსა და ქურციკებზე სანადიროდ. საქართველოში გვხვდება ზამთრობით.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- შავარდნისნაირნი
- ოჯახი
- შავარდნისებრნი
- გვარი
- შავარდენი
- სახეობა
- ბარი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)







