ყველა სტატია

ნაკადულის კალმახის დაცვის დროა

ნაკადულის/მდინარის კალმახი
1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით ნაკადულის კალმახზე თევზაობა ნებისმიერი ფორმით აკრძალულია. ამ პერიოდში მიმდინარეობს მისი ქვირითობა, რის გამოც თითოეულმა მეთევზემ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ნაკადულის კალმახი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობაა. მისი პოპულაციის შემცირების გამო წლების განმავლობაში მიმდინარეობს აღდგენისა და გამრავლების პროგრამები.
რატომ არ უნდა ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში?!
ამ დროს კალმახი მომავალ თაობას ქმნის. ქვირითი და ახლადგამოჩეკილი ლიფსიტები განსაკუთრებით დაუცველები არიან. თევზის შეწუხებამ შეიძლება ჩაშალოს გამრავლების პროცესი და მნიშვნელოვნად შეამციროს მომავალი წლების პოპულაცია.
სპორტული თევზაობის წესები:
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აკრძალული პერიოდის დასრულების შემდეგაც ნაკადულის კალმახზე თევზაობა დაშვებულია მხოლოდ სპორტული პრინციპით – „დაიჭირე და გაუშვი“ (Catch & Release).
ამისთვის აუცილებელია:
  1. მხოლოდ უენო ნემსკავების გამოყენება.

IMG_1710.jpeg
  1. სილიკონის ან მოსილიკონებული   ჩოგანბადის გამოყენება. თევზთან შეხება მხოლოდ სველი ხელით (ან საერთოდ არ შეეხოთ).

    IMG_1706.jpeg

    IMG_1711.jpeg
  2.  თევზის მაქსიმალურად სწრაფად და  უსაფრთხოდ დაბრუნება წყალში.

    IMG_1708.jpeg
ყურადღება: ნაკადულის კალმახის ბუნებიდან ამოღება, წლის ნებისმიერ პერიოდში, კანონით ისჯება. დავიცვათ ჩვენი მთის მდინარეები, დავიცვათ ნაკადულის კალმახი და შევუნარჩუნოთ მომავალი თაობების მეთევზეებს ის ემოცია, რასაც ველურ მდინარეში წითელწინწკლებიან ნაკადულის კალმახთან შეხვედრა ჰქვია.

ავტორის შესახებ

მაცი ბუხრაშვილი

გამოქვეყნდა

მეთევზე მკვლევარი

მსგავსი სტატიები