ენციკლოპედია
კავკასიური შურთხი

ფოტო: Mikhail Protasov (CC-BY-NC) · iNaturalist

კავკასიური შურთხი

Caucasian snowcock

Tetraogallus caucasicus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

2 kg

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,883 ჩანაწერი.

ხმა

song · Tetnudi, Samegrelo-Zemo Svaneti, Georgia · Ding Li Yong (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC678203

აღწერა

კავკასიური შურთხი (ლათ. Tetraogallus caucasicus) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 50 სმ, წონა 2 კგ. ფერად რუხია, წვრილი შავი და წითური ზოლები და კოპლები აქვს. გავრცელებულია კავკასიონის მთავარ ქედსა და მის განშტოებებზე ზღვის დონიდან 1800–4000 მეტრზე. მობინადრეა. კავკასიური შურთხი ბუდეს მიწაზე იკეთებს — ქვებში ან კლდეებშუა. დებს 8–10 მორუხო კვერცხს. კრუხობს 3 კვირას. იკვებება მცენარის თესლით, კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ტუბერებით, აგრეთვე მწერებით. ზამთარში იკვებება ჯიხვების საბალახოზე (ჯიხვი ფლოქვებით აფხვიერებს თოვლს და უადვილებს შურთხს საკვების მოპოვებას, შურთხი კი უფრო ფრთხილია და ჯიხვებს საფრთხეს ატყობინებს).

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ქათმისნაირნი
ოჯახი
ხოხბისებრნი
გვარი
შურთხი
სახეობა
კავკასიური შურთხი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)