ენციკლოპედია
ხოხობი

ფოტო: Frank Lin (CC-BY-NC) · iNaturalist

ხოხობი

Common Pheasant

Phasianus colchicus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველებიტყისპირა ბუჩქნარი, მინდვრები

წონა

0.5–3 kg

თანაცხოვრება

პოლიგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 349 ჩანაწერი.

ხმა

song · Ziarat, Golestan Province, Iran · Cedric Mroczko (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC726785

აღწერა

კოლხური ხოხობი (ლათ. Phasianus colchicus; Phasis — მდინარე რიონის ძვ. სახელწოდებიდან) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს გალოზე დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. აღწერილია კოლხური ხოხობის მრავალი ქვესახეობა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ის ფარგლებში გვხვდება 13. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ან მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში წინათ გავრცელებული ყოფილა კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ქათმისნაირნი
ოჯახი
ხოხბისებრნი
გვარი
ხოხობი
სახეობა
ხოხობი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)