გნოლი
Grey Partridge
Perdix perdix
წონა
500 g
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 53 ჩანაწერი.
ხმა
call, flight call · South Bozeman, Gallatin County, Montana, United States · Don Profota (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1068413
აღწერა
გნოლი (ლათ. Perdix perdix) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგრძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა — 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. გავრცელებულია ევროპაში, ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები). ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური გნოლი (Perdix perdix canescens).
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ქათმისნაირნი
- ოჯახი
- ხოხბისებრნი
- გვარი
- Perdix
- სახეობა
- გნოლი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)







