ენციკლოპედია
პატარა ბატასინი

ფოტო: Greg Lasley (CC-BY-NC) · iNaturalist

პატარა ბატასინი

Smew

Mergellus albellus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

450–650 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 61 ჩანაწერი.

ხმა

alarm call, call · Gmina Serock (near Serock), Powiat legionowski, Mazowieckie, Poland · Jarek Matusiak (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC618773

აღწერა

პატარა ბატასინი (ლათ. Mergellus albellus) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მონოტიპური გვარის წარმომადგენელია. შუალედური სახეობაა ბატასინსა და კოკონას შორის. კარგად ცურავს და ყვინთავს. მცირე ზომის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 38-44 სმ, მამლის წონაა 510-935 გ, დედლისა 500-680 გ. მამრი შეფერილია თეთრი ბუმბულით, ზურგი შავი აქვს, თვალის გარშემო გააჩნია შავი ლაქა, კისერზე იმავე ფერის „საყელო“. მდედრი მთლიანად ნაცრისფერ-შავია, თავი ყავისფერი, კისრის ზედა ნაწილი თეთრი. ბუდობს ჩრდილოეთ და საშუალო ტაიგისა, ტყეტუნდრის წყალსატევებში სკანდინავიიდან დასავლეთით ანადირის აუზის აღმოსავლეთ ნაწილამდე, კამჩატკამდე, ოხოტის ზღვის სანაპირომდე, ჰოკაიდომდე. იზამთრებს ბუდობის ადგილებიდან სამხრეთით. მიგრირებს შავი, ბალტიის, კასპიის ზღვებისკენ, ვადენზეესკენ, აგრეთვე მისი გამოზამთრების ადგილებია პაკისტანი, ჩინეთი, იაპონიის კუნძულები, საფრანგეთი, ინგლისი, ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე, ერაყის ცენტრალური ნაწილი. ბუდეს ხეებზე იკეთებს, მიწიდან 10 მ-ის სიმაღლეზე. მასში დებს 5-11 (ძირითადად 7-9) მოთეთრო, ზოგჯერ მოყვითალო კვერცხს. ინკუბაცია 26-28 დღე-ღამე გრძელდება. ფრთიანდებიან 10 კვირის ასაკში. იკვებებიან ძირითადად სხვადასხვა სახის უხერხემლოებით, აგრეთვე თევზითა და ამფიბიებით. სიცოცხლის მაქსიმუმი ევროპაში დაფიქსირდა ნიდერლანდებში (10 წელზე მეტი).

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ბატისნაირნი
ოჯახი
იხვისებრნი
გვარი
ბატასინი
სახეობა
პატარა ბატასინი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)