ენციკლოპედია
მყივანი გედი

ფოტო: Bird Explorers (CC-BY-NC) · iNaturalist

მყივანი გედი

Whooper swan

Cygnus cygnus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

7.4–14.0 kg

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 111 ჩანაწერი.

ხმა

flight call · Dufweholms Heergård, Katrineholm, Södermanlands län, Sweden · Lennart Jeppsson (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1106314

აღწერა

მყივანი გედი, ყვითელნისკარტა გედი (ლათ. Cygnus cygnus) — წყალმცურავი ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 145–160 სმ, ფრთების შლილი 218–243 სმ, მასა 8–11 კგ. ზომებით სისინა გედს თითქმის არ ჩამორჩება, თუმცა, მისგან განსხვავებით, მყივანი გედის კისერი ცურვის დროს ხშირად გასწორებულია. აქვს გრძელი ყვითელი ნისკარტი, რომელსაც შავი წვერი აქვს. ახალგაზრდა ფრინველის ნისკარტის ფუძე მოვარდისფროა და კონტრასტს ქმნის მუქ სახესთან, სხეული მურა-რუხია. კუდი შედარებით მოკლე და ქვემოთ მიმართულია. არიან წყვილებად ან გუნდებად. ხმა — ძლიერი „განგ“ ან „განგ-გო“. ბუდობს სკანდინავიის ნახევარუნძულზე, რუსეთში (კამჩატკიდან დაწყებული დასავლეთ საზღვრებამდე), ყაზახეთში, მონღოლეთში. იზამთრებს დასავლეთ ევროპაში, შავი და კასპიის ზღვების სანაპიროებზე, აღმოსავლეთ ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში. საქართველოში გვხვდება სხვადასხვა ტიპის წყალსატევზე გადაფრენისას და ზამთარში, მცირე რაოდენობით ზამთრობს შავი ზღვის სანაპიროზე — აჭარაში, კოლხეთის დაბლობსა და აფხაზეთში. ბინადრობს ისეთ წყალსატევებზე, რომელთა ნაპირები ხშირი მცენარეულობითაა დაფარული — ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, ჭაობებსა და ზღვაზე, ზოგჯერ მინდვრებშიც; ჩვეულებრივ — ტყის ზონასა და ტუნდრის სამხრეთ სანაპიროზე. მცირერიცხოვანია. მისი ადგილსამყოფელი განიცდის ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ზეგავლენას. რიცხოვნობის შემცირების მიზეზებია: ბრაკონიერობა, შემაწუხებელ ფაქტორთა ზრდა და საბინადრო ჰაბიტატის დაკარგვა.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ბატისნაირნი
ოჯახი
იხვისებრნი
გვარი
გედი
სახეობა
მყივანი გედი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)