ენციკლოპედია
ხუჭუჭა ვარხვი

ფოტო: Satyen Mehta (CC-BY-NC) · iNaturalist

ხუჭუჭა ვარხვი

Dalmatian pelican

Pelecanus crispus

საფრთხესთან ახლოს (NT)ფრინველები

წონა

9.5 kg

📍

საქართველოში აღმოჩენილია 840 ჩანაწერი.

ხმა

alarm call · Comuna Pardina, Județul Tulcea, Romania · Marco Dragonetti (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC331137

აღწერა

ხუჭუჭა ვარხვი, ქოჩორა ვარხვი (ლათ. Pelecanus crispus) — დიდი ზომის ფრინველი ვარხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 160–180 სმ, ფრთების შლილი 310–345 სმ, მასა 7,3–15 კგ. აქვს გრძელი ნისკარტი, რომელსაც ქვემოდან მიმაგრებული აქვს დიდი ტომარა. შეფერილია თეთრად ან ღია ნაცრისფრად. ფრთის ბოლოები შავია, ქვედა მხარე ნაცრისფერი. კისრის უკანა მხარეს ხუჭუჭა ბუმბულები აქვს. ბარტყი მუქი მურაა. წლევანდულას ზურგის მხარე მკრთალი მონაცრისფრო-ყავისფერია და აქვს პატარა ქოჩორი. ფეხები ნაცრისფერია. ხმა — ყრუ ბღავილის მსგავსი. ფრენს ლივლივით, ფრთების იშვიათი მოსმით. ამ დროს კისერი მოღუნულია ლათინური S-ის ფორმაზე. მრავლდება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ევროპული ინდივიდები იზამთრებენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში გამრავლებულები — ერაყსა და ინდოსტანზე, მონღოლურები — ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე. საქართველოში მოზამთრე და გადამფრენი ფრინველია. მიმოფრენის დროს შეინიშნება ჭოროხის დელტაზე, სხვა დროს — ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტბებზე (კარწახი, კუმისი და სხვ.), კოლხეთის დაბლობზე (პალიასტომის ტბის ნაპირებზე, ყულევისა და ჭურიის ჭაობებზე), იზამთრებს ჯანდარისა და კუმისის ტბებზე, ასევე — მტკვრის, ალაზნისა და ივრის აუზების პატარა ტბებზე. მცირე რაოდენობით ბუდობს ჯავახეთში, უმეტესად კარწახის ტბაზე, სადაც 50-მდე ბუდე შეინიშნება ყოველწლიურად. ცხოვრობს წყვილებად, ბუდობს კოლონიებში. ბინადრობს სტეპისა და უდაბნოს ზონის ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებსა და ზღვებზე.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ვარხვისნაირნი
ოჯახი
ვარხვისებრნი
გვარი
ვარხვი
სახეობა
ხუჭუჭა ვარხვი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)