დიდი ოყარი
Great egret
Ardea alba
წონა
500 g
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 2,545 ჩანაწერი.
ხმა
alarm call, flight call · Tiab, Hormozgan Province, Iran · Cedric Mroczko (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC515993
აღწერა
დიდი ოყარი, დიდი თეთრი ყანჩა (ლათ. Ardea alba) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. ადრე შედიოდა ოყარის გვარში.[⇨] დიდი ზომის ფრინველია. სხეულის სიმაღლეა 94–104 სმ, ფრთების შლილი 131–145 სმ, მასა 912–1140 გრამი. აქვს თეთრი ბუმბული, გრძელი შავი ფეხები და ყვითელი ნისკარტი, რომელიც შეჯვარების პერიოდში მოყვითალო უხდება.[⇨] გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც სანაპირო ზოლთან, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში.[⇨] საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ან, ზოგჯერ, მობინადრე ფრინველი. აღწევს ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე.[⇨] ჩრდილოეთით მობუდარი პოპულაცია გადამფრენია, დანარჩენის დიდი ნაწილი — მკვიდრი. დროს ხეებზე ატარებს. ფრენისას (საშუალოდ ავითარებს 28–51 კმ/სთ სიჩქარეს) უკან სწევს თავს და კისერს ლათინური S-ის ფორმას აძლევს.[⇨] სეზონურად მონოგამური ფრინველია; სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს. ბუდობს კოლონიებად, ხშირად სხვა ყანჩებთან ერთად. ბუდეს, ერთ ადგილზე შეგროვილ ჯოხებისა და ტოტების გროვას, აგებს ნაყარ ლერწამზე, მიწაზე ან ხეზე. დებს 3–6 მოცისფრო-მწვანე კვერცხს. ორივე მშობელი კრუხობს 23–26 დღის განმავლობაში. ბარტყები 42–49 დღეში ბუმბულით იმოსებიან, 7 კვირაში ფრენას სწავლობენ. ძირითად შემთხვევაში მხოლოდ ერთი ბარტყი აღწევს ზრდასრულობამდე.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ვარხვისნაირნი
- ოჯახი
- ყანჩისებრნი
- გვარი
- Ardea
- სახეობა
- დიდი ოყარი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)













