რუხი ყანჩა
Gray heron
Ardea cinerea
წონა
1–2 kg
საქართველოში აღმოჩენილია 4,962 ჩანაწერი.
ხმა
call, flight call, nocturnal f · Wigginton, York, England, United Kingdom · Mark James Pearson (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1141429
აღწერა
რუხი ყანჩა (ლათ. Ardea cinerea) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 90–98 სმ, მასა 2 კგ-მდე, ფრთების შლილი 175–195 სმ. საერთო შეფერილობა ვეჟან-რუხია, თავზე, კისერსა და მუცელზე თეთრი მონაკვეთებით. ახასიათებს შავი ზოლი თვალებს ზემოთ, რომელიც გადადის „ნაწნავში“. ახალგაზრდა ფრინველები უფრო მეტად ერთფეროვნები არიან, ფერად რუხი, „ნაწნავის“ გარეშე. ფეხები და ნისკარტი მოყვითალო-მწვანედან ჟანგმიწოვანამდეა, ნისკარტთან არსებული კანის შიშველი მონაკვეთი მოცისფრო ან მომწვანო. ფრენის დროს კარგად ჩანს კონტრასტული ღია რუხი და შავი ფრთები. გამოსცემს მოკლე დაბალ ჩხავანა ხმებს, ბარტყი — ყიყინა და სისინას. გავრცელებულია ევრაზიისა და აფრიკის დიდ ნაწილში, ტიბეტში ადის ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე; გვხვდება საქართველოშიც, როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში. იზამთრებს დასავლეთ ევროპაში, წინა და სამხრეთ აზიაში, აფრიკაში. გადამფრენი, ზოგან მკვიდრი ფრინველია. მიგრირებს მარტო, ხშირად — ღამით, დღისით საკვებ ბიოტოპებში იკრიბებიან ჯგუფებად. ჩვეულებრივ წყალთან ახლოს, ხეებით შემოფარგლულ წყალმარჩხ წყალსატევებთან ცხოვრობს, ზოგჯერ მინდვრებშიც შეინიშნება. ფრენს ჩქარა, რა დროსაც ფეხებს უკან იშვერს, ფრთები კი ფართო ჩანს. ძირითადად იკვებება 500 გრამამდე მასის თევზებით. ბუდობისათვის უპირატესად ირჩევს მაღალ ხეებს (მ. შ. ფიჭვს); ზოგიერთი კოლონია 100 წლის მანძილზეც არსებობს. ბუდე (ჩვეულებრივ, ყოველ წელს განახლებული) დიამეტრით 80, ხოლო სიმაღლეში 60 სმ-ია.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ვარხვისნაირნი
- ოჯახი
- ყანჩისებრნი
- გვარი
- Ardea
- სახეობა
- რუხი ყანჩა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)













