ენციკლოპედია
ივეოსი

ფოტო: bwood708 (CC-BY-NC) · iNaturalist

ივეოსი

Glossy ibis

Plegadis falcinellus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

485–970 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,235 ჩანაწერი.

ხმა

call · Marina Alta (near Monte Pego), Alicante, Valencian Community, Spain · Michael John O Mahony (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1092345

აღწერა

ივეოსი (ლათ. Plegadis falcinellus) — ფრინველი ივეოსისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 50–65 სმ, მასა 530–770 გრამი. ნისკარტი გრძელი, წვრილი და ქვემოთკენ მოღუნულია; შიშველი კანი მის ძირთან — შავი, შეჯვარების დროს ცისფერი, წვრილი თეთრი ზოლით შემოქობილი. კისერი და ფეხები გრძელი. შებუმბვლა მოწითალო-ყავისფერი; შუბლი, კეფა, ზურგი და კუდზედა მიდამო მომწვანო-იისფერი ლითონისებრი ბზინვარებით; ფრთები და ბოლო შავია, მწვანე ელფერით. შეფერილობა ზრდასრული ფრინველებისა ზამთარში და მოზარდებისა ბზინვარების გარეშეა; თავი და კისერი თეთრი წინწკლებით. მამალს თავზე აქვს კარგად გამოხატული ქოჩორი. ოჯახის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ორივე ნახევარსფეროშია გავრცელებული; გვხვდება ევრაზიის სამხრეთში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში და დიდი ანტილის კუნძულებზე; საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. უპირატესობას ანიჭებს გაბარდულ მტკნარ და მარილიან წყალსატევებს; მთის ტბებზე გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მეტრზე (სომხეთი). იკვებება წყლისა და ხმელეთის ცხოველებით, უმთავრესად მწერებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, აგრეთვე მცირე ზომის თევზებით, ამფიბიებითა და ქვეწარმავლებით. ბუდეს აშენებს ხეზე ან ლერწმის ხერგებზე. დიდ კოლონიებში (ხშირად სხვა ყარყატისნაირებთან ერთად) ვხვდებით რამდენიმე ათას წყვილს. დებს 3–7 (ჩვეულებრივ 4) კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი 21–22 დღის განმავლობაში; ბარტყებს ბუდეში დაახლოებით 28 დღე კვებავენ; 50 დღის ასაკში მოზარდები ფრენის უნარს იძენენ.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ვარხვისნაირნი
ოჯახი
ივეოსისებრნი
გვარი
Plegadis
სახეობა
ივეოსი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)