წითური ყანჩა
Purple heron
Ardea purpurea
წონა
0.5–1.35 kg
საქართველოში აღმოჩენილია 1,987 ჩანაწერი.
ხმა
flight call · Tacumshin Lake (East End), County Wexford, Ireland · Paul Kelly (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1106138
აღწერა
წითური ყანჩა (ლათ. Ardea purpurea) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 78–97 სმ, ფრთის შლილი 120–152 სმ აღწევს. ამხელა ზომების მიუხედავად, 0,5-დან 1,35 კგ-მდე იწონის. შეფერილია მოწაბლისფრო-მურად, ზურგი ნაცრისფერი აქვს. ფრენისას თავი და კისერი წინ მოკლედ აქვს გაშვერილი და ქმნის ჩამოშვებული მარყუჟის სილუეტს. გავრცელებულია ევროპაში (ბუდობისას), სამხრეთ აზიასა და აფრიკაში; გვხვდება საქართველოშიც. ბინადრობს ლერწმნარებში წყალთან ახლოს. ევროპული ყანჩები იზამთრებენ აფრიკის კონტინენტზე, საჰარის სამხრეთით. სხვა მსხვილი ყანჩების მსგავსად, წითური ყანჩა ხეებზე ნაკლებად ჯდება. გრძელი თითების მეშვეობით შეუძლია გახურებულ ქვიშაზე სიარულიც. შეშინებული წითური ყანჩა ლერწმებით გარშემორტყმულ ადგილას იტუზება, ნისკარტს ვერტიკალურად ზევით წევს და ამგვარად ცდილობს დამალვას. ამ ქცევით ძალიან წააგავს ყარაულას. უმეტესად აქტიურია შებინდებისას. უმთავრესად იკვებება 20 სმ-მდე სიგრძია თევზებით, რომლებსაც ყარაულობის შემდეგ იჭერს. დაჭერის შემდეგ მსხვერპლს შებერტყავს, რათა მოაბრუნოს სასურველი პოზიციისაკენ და ყლაპავს თავით წინ. აგრეთვე ჭამს მწერებს, კიბოსნაირებს, ამფიბიებსა და მღრღნელებს. ცუდად ცურავს და ამიტომ ერიდება ღრმაწყლოვან ადგილებს. ბუდეს იკეთებს ზრდასრულ ლერწმებში, ბუჩქებსა და ლელქაშებში. აგრეთვე ხშირად ბუდობს 20-მდე წყვილისაგან შედგენილ კოლონიებში, ახასიათებს სხვა სახეობის ყანჩებთან და ჩვამებთან ერთად ცხოვრება. ამგვარ გაერთიანებებში წითური ყანჩის ბუდე სხვა ბუდეებზე ქვემოთაა განლაგებული.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ვარხვისნაირნი
- ოჯახი
- ყანჩისებრნი
- გვარი
- Ardea
- სახეობა
- წითური ყანჩა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)













