ენციკლოპედია
წავი

ფოტო: Tomi Tirkkonen (CC-BY-NC-SA) · iNaturalist

წავი

Eurasian otter

Lutra lutra

საფრთხესთან ახლოს (NT)ცხოველები

წონა

7–12 kg

📍

საქართველოში აღმოჩენილია 8 ჩანაწერი.

აღწერა

წავი (ლათ. Lutra lutra) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 55-95 სმ, მასა 6-10 კგ. ზოგჯერ მათი წონა 17 კგ აღწევს. ზურგის მხარე მუქი მურა აქვს, მუცელი ღია, ვერცხლისფერი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ვერტიკალურად 2300 მ-მდე აღწევს. არჩევს ტყის მდინარეების სანაპიროებს, უფრო ნაკლებად ტბებს. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება თევზებით, ბაყაყებით, წყლის მემინდვრიებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, ფრინველებით, მათი მართვეებით. მაკეობა 8-10 კვირას გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს სამ ნაშიერს. ბეწვი ძალზე ლამაზი და გამძლეა.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ძუძუმწოვრები
რიგი
მტაცებლები
ოჯახი
კვერნისებრნი
გვარი
Lutra
სახეობა
წავი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)