ენოტი
Common raccoon
Procyon lotor
წონა
5–26 kg
საქართველოში აღმოჩენილია 13 ჩანაწერი.
აღწერა
ენოტი, ჩვეულებრივი ენოტი (ლათ. Procyon lotor) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ენოტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში (მექსიკა, აშშ). მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 75 სმ, კუდისა — 25 სმ-მდე. ბეწვი ხშირია, ფერად მოყვითალო-რუხი, შავი მინარევებით; კუდზე შავ-მურა რგოლებია. სხეულის აგებულება მკვრივია, თავი ფართო, დინგი მოკლე, ყურები მომრგვალებული, თვალები კი მსხვილი და ერთმანეთთან დაახლოებულია. ბინადრობს ტყეებში, აქტიურია ღამით; დღის საათებს ბუნაგში ატარებს, რომელსაც ხის ფუღუროში აკეთებს, იშვიათად კლდეებში. ზამთრობით ძილს ეძლევა. იკვებება სხვადასხვანაირი ცხოველური და მცენარეული საკვებით. ჭამის წინ, ზოგჯერ საკვებს წყალში ავლებს. ხურაობს იანვარ–თებერვალში, მაკეობა 9 კვირა გრძელდება. ძვირფასი ბეწვეულის მქონე ცხოველია.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ძუძუმწოვრები
- რიგი
- მტაცებლები
- ოჯახი
- ენოტისებრნი
- გვარი
- ენოტი
- სახეობა
- ენოტი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)

















