ტურა
Golden Jackal
Canis aureus
წონა
6–14 kg
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 201 ჩანაწერი.
ხმა
song · Silifke, Mersin, Turkey · Manuel Oudard (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC964969
აღწერა
ტურა (ლათ. Canis aureus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 71-82 სმ, მასა — 7-13 კგ. ზამთრობით ჩალისფრადაა შეფერილი, ზაფხულში ჭუჭყისფერ-ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და კუნძულ შრი-ლანკაზე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით, უმეტესად თაგვისებრი მღრღნელებით, კურდღლებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, თევზებით, მწერებით და სხვა. ჭამს მძორს, ნაყოფს და სხვა. მაკეობა 63 დღე-ღამე გრძელდება. შობს 4-6 (იშვიათად 8-მდე) უსუსურ და თვალაუხილავ ლეკვს, რომლებიც სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მე-2 წელს. ტურა აქტიურია უმთავრესად ღამით. ერთგვარ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას და მეფრინველეობას, ზოგჯერ ცოფისა და შავი ჭირის გამომწვევების გადამტანია.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ძუძუმწოვრები
- რიგი
- მტაცებლები
- ოჯახი
- ძაღლისებრნი
- გვარი
- ძაღლი
- სახეობა
- ტურა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)

















