ლელიანის კატა
Jungle cat
Felis chaus
წონა
2–16 kg
საქართველოში აღმოჩენილია 9 ჩანაწერი.
აღწერა
ლელიანის კატა (ლათ. Felis chaus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 16 კგ აღწევს. აქვს გრძელი ფეხები, ყურის ბოლოზე მოკლე ფუნჯები. ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის წინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მდინარეთა ხეობების ხშირ ბარდებში. ყოფილ სსრკ-ში — ვოლგის დელტაში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, შუა აზიის მდინარეთა ხეობებში. საქართველოში — მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში. მთებში 800 მ-ზე მაღლა არ ადის. იკვებება ფრინველებით, ძუძუმწოვრებით. ზოგიერთ ადგილებში სარეწაო ნადირ-ფრინველის განადგურებით ერთგვარი ზიანი მოაქვს სანადირო მეურნეობისათვის. ლელიანის კატის ბეწვი მდარე ხარისხისაა.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ძუძუმწოვრები
- რიგი
- მტაცებლები
- ოჯახი
- კატისებრნი
- გვარი
- კატა
- სახეობა
- ლელიანის კატა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)

















