ბატკანძერი
Bearded vulture
Gypaetus barbatus
წონა
4.5–7.8 kg
საქართველოში აღმოჩენილია 2,083 ჩანაწერი.
ხმა
begging call · Lozère, Occitanie, France, France · Thomas SIGNEAU (CC BY-SA) · Xeno-Canto XC937989
აღწერა
ბატკანძერი, კრავიჭამია (ლათ. Gypaetus barbatus) — მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, ფრთების შლილი 245–272 სმ, მასა 5–7 კგ. აქვს გრძელი და ვიწრო ფრთები, რომბისებური ან სოლისებრი კუდი. თავი და მუცლის მხარე მოყვითალო ან მოთეთროა, თუმცა იმის გამო, რომ ხშირად იღებება წითელი ფერის თიხებში, ეს ადგილები მონარინჯისფრო უხდება. ტანი და ფრთები მოშავოა, ზემოდან მონაცრისფრო ელფერით. ნისკარტი და ფეხები რუხი. გალო თითებამდეა შებუმბვლილი. ნისკარტის ორივე მხარეს ჩამოშვერილია ჯაგრისებრი ბუმბულის ორი კონა — „წვერი“. ერთი წლის ფრინველის კისერი და თავი შავია. ზრდასრულის შეფერილობას 5 წლის ასაკში ღებულობს. ხმა — დაბალი სტვენა და თავისებური კნავილი. გავრცელებულია ევროპის, წინა და ცენტრალური აზიისა და აფრიკის მთებში, იშვიათად დაბლობშიც ჩამოდის. საქართველოში გვხვდება სვანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთათუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში (4800 მეტრამდე ზღვის დონიდან). მაღალმთის ბინადარია, თავს აფარებს კლდოვან ნაპრალებს, სუბალპური და ალპური სარტყლების ღია, ქვიან ან კლდიან ადგილებს. მკვიდრი ფრინველია. საკვები რაციონის ძირითად ნაწილს დაღუპული ცხოველების ლეში წარმოადგენს, ზოგჯერ წვრილი ცხოველებითაც იკვებება (მაგ., ვირზაზუნა). საკბილოს მაღლა ფრენის დროს აკვირდება. შეუძლია დიდი ძვლებისა და კუს ბაკნის დამტვრევაც, ამისათვის მას დიდი სიმაღლიდან ძირს ახეთქებს.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ქორისნაირნი
- ოჯახი
- ქორისებრნი
- გვარი
- ბატკანძერი
- სახეობა
- ბატკანძერი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















