ენციკლოპედია
ფასკუნჯი

ფოტო: S.MORE (CC0) · iNaturalist

ფასკუნჯი

Egyptian vulture

Neophron percnopterus

გადაშენების საფრთხეში (EN)ფრინველები

წონა

1.9 kg

📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,729 ჩანაწერი.

ხმა

call · Hadibu (near Tahr), Hadibu, Socotra, Yemen · Mischa Keijmel (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1091993

აღწერა

ფასკუნჯი, ყაჯირი, ძერძერუკი (ლათ. Neophron percnopterus) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 60–70 სმ, ფრთების შლილი 155–180 სმ, მასა 1,6–2,2 კგ. ზრდასრული ფრინველი თეთრია, აქვს შავი მომქნევი ბუმბულები, რომლებიც მკვეთრადაა გამიჯნული ფრთის დანარჩენი ნაწილისაგან, გრძელი და ვიწრო ნისკარტი, რომბისებური კუდი. სახე შეფერილია ყვითლად და შეუბუმბლავია. ნისკარტი მოყვითალოა, მუქი წვერით. ფრთები ვიწრო. ფეხები სუსტი, მოვარდისფრო. თვალის ფერადი გარსი მუქი. ნესტოები განლაგებულია გრძივად. კეფასა და კისერზე გაბურძგნული ბუმბული აქვს. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუხოა, ღია ფერის სახითა და ნისკარტით. ზრდასრული შეფერილობას დაახლოებით 5 წელში იღებს. ფრენის დროს სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებად წვეტიანი ფრთები აქვს. ფრენს ლივლივით, იშვიათად ფრთების ქნევით. ხმა — წკრიალა რაკრაკი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და შუა აზიაში, ინდოეთში; საქართველოში გადამფრენი და მობუდარია. მთებში ადის ზღვის დონიდან 4500 მეტრამდე. ზამთარში ზომიერი განედებიდან მიგრირებს ტროპიკებში. ბინადრობს სტეპის ლანდშაფტის მთებსა და მთისწინეთებში. ცხოვრობს მარტო ან ჯგუფებში. უმთავრესად იკვებება მძორით, შეუძლია ძვლების, მყესების, ჩლიქების, ტყავის გამხმარი ნაფლეთების ჭამა, იჭერს ქვეწარმავლებსაც. სამხრეთ რაიონებში ეტანება დასახლებებს, თამაშობს მენაგვის როლს; ხშირად იკრიბება დიდ გუნდებად.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ქორისნაირნი
ოჯახი
ქორისებრნი
გვარი
ფასკუნჯი
სახეობა
ფასკუნჯი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)